ა(ა)იპ „თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ 2016 წლის ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-16-201
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ წლიური ანგარიში საჯარო ინფორმაციის თაობაზე

(2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე)

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად წარმოგიდგენთ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე, დაცული პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის შესახებ ანგარიშს:

ა) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ 2015 წლის 10 დეკემბრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის შესახებ სულ შემოვიდა 1 განცხადება.

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ შემოსული განცხადებებიდან:

1. საჯარო ინფორმაცია გაიცა განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად და მოთხოვნა დაკმაყოფილდა 1 განცხადებასთან მიმართებაში;

2. ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

3. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა;

4. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გადაწყვეტილება მის დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმაზე მიღებული არ ყოფილა;

5. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებაში“ საჯარო ინფორმაცის გაცემით დაინტერესებული პირს წარმოადგენდა მოქალაქე.

ბ) საანგარიშო პერიოდში ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს 2016 წლის 23 თებერვლამდე წარმოადგენდა ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი მარინე ჭოღოშვილი, ხოლო 2016 წლის 23 თებერვლიდან ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ დირექტორი გურამ ნიკოლაშვილი.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის თაობაზე განცხადება განიხილა და გადაწყვეტილება მიიღო საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელმა პირმა გურამ ნიკოლაშვილმა.

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“ თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. პერსონალური მონაცემები დაცულია როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც, მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. არსებული პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.

პერსონალურ მონაცემთა გაცემა ხორციელდება მხოლოდ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევებში, კანომდებლობით გათვალისწინებული საფუძვლებით.

დ) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ თანამშრომელთა მხრიდან საანგარიშო პერიოდის განმავლობაში არ გამოვლენილა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-3 თავის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი. შესაბამისად, ამ საფუძვლით, პასუხისმგებელ პირებზე არ განხორციელებულა დისციპლინური სახდელის დაკისრება.

ე) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანება“, როგორც ადმინისტრაციული ორგანო, საჯარო ინფორმაციის გაცემისას ხელმძღვანელობდა საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებით.

ვ) ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“ მიერ ინფორმაციის გაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში ადგილი არ ჰქონია სასამართლო წესით გასაჩივრებას და არ წარმოშობილა ხარჯები. ამასთან, ადგილი არ ჰქონდა ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანებისათვის“ მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას.

 

 

ა(ა)იპ ,,თბილისის მედიათეკების გაერთიანების“

დირექტორი                                        გურამ ნიკოლაშვილი