ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიში

 

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ქალაქ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2016 წლის ანგარიშს საჯარო ინფორმაციის საკითხებთან დაკავშირებით.

 ●2016 წელს  გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ 2 განცხადება შემოვიდა, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე რესურსცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა. რესურსცენტრის მიერ  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.

●დაკმაყოფილდა 2 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

●საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

●ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილ თანხების  შემთხვევას ადგილი არ ჰქონია.

●საჯარო მოსამსახურეების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

●რესურსცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

●საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებიდან გამომდინარე, არ გასაჩივრებულა არც ერთი გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით ამავე დაწესებულებაში, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში და ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით სასამართლოში.

 

რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი                       თ. გოგლიძე