სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.12.2016 ძალადაკარგული 04.10.2017
ნომერი
№7
სარეგისტრაციო კოდი
220010070.11.004.016043
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება (1)

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს

დადგენილება №7

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, საბანკო სისტემაში ადეკვატური ლიკვიდობის დონის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს ეროვნული ბანკის სესხის უზრუნველყოფის სახეობებს წარმოადგენს:

1. საქართველოს ეროვნული ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

2. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

3. „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირების მიერ გამოშვებული ლარით დენომინირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები.

4. კომერციული ბანკის სასესხო აქტივები.

5. უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები საქართველოს ეროვნულ ბანკში.

მუხლი 2
საჭიროების შემთხვევაში ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით სესხის უზრუნველსაყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა სახეობის აქტივები.
მუხლი 3
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ შეიძლება დაადგინოს ეროვნული ბანკისათვის მისაღები კრიტერიუმები და პირობები სესხის უზრუნველყოფის თითოეული სახეობების მიხედვით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2010 წლის 23 აპრილის №3 დადგენილება.
მუხლი 5
ამ დადგენილების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
მუხლი 6
ეს დადგენილება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეკობა გვენეტაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.10.2017.
როდის იქნა მიღებული „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“?
„სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“ მიღებულია 20.12.2016. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო. დოკუმენტის ნომერი — №7. სარეგისტრაციო კოდი — 220010070.11.004.016043.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.10.2017-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.10.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება „სესხების უზრუნველყოფის სახეობების განსაზღვრის შესახებ“, №7, 20.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 220010070.11.004.016043 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.10.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3474843/