ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის 2016 წლის ანგარიში

ანგარიში

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ

2016

წელს გაწეული საქმიანობის შესახებ

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში 2016 წლის განმავლობაში ახორციელებდა:

სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას;

უზრუნველყოფდა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს მონიტორინგს;

კონტროლს უწევდა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

თვალყურს ადევნებდა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესრულებას;

ახორციელებდა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას;

თვალყურს ადევნებდა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეურვეო საბჭოების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფდა აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;

სამინისტროსთან შეთანხმებით თანამშრომლობდა  მულტიდისციპლინურ გუნდთან და ხელს უწყობდა სამინისტროს სისტემაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებებში მიმდინარე საგანმანათლებლო პროცესში  სსსმ მოსწავლეების  ჩართვას და მათთვის საგანმანათლებლო სერვისების ხელმისაწვდომობას;

ხელს უწყობდა სსსმ მოსწავლეებისათვის ინკლუზიური განათლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან. მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითებზე თანამშრომლობდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნულ ცენტრთან, საგანმანათლბლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან. ამ მხრივ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევდა გამოსაშვები გამოცდების ჩატარების პროცედურას, ასევე ხელს უწყობდა ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას, ავრცელებდა ინსტრუქციებს რეგისტრაციის გავლისა და უმაღლესი სასწავლებლების შესახებ. ხელი შეუწყო სამოქმედო ტერიტორიაზე მოქმედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასა და ცენტრს ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარებაში. შუამდგომლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემასთან ელექტორნული ბაზებისა და სხვა ტექნიკურ საკითხების მოწესრიგებასთან დაკავშირებით.

შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა) ორგანიზებით ზრუნავდა სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ამ მხრივ თანამშრომლობდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან. ცენტრის მიერ სხვადასხვა საგნების მიხედვით გადამზადდა ქუთაისის საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგები. პერიოდულად ტარდება ტრენინგები დაწყებითი სწავლების, უცხო ენის და სხვა საგნის პედაგოგებისათვის.

რესურსცენტრმა უზრუნველყო მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მიერ ჩასატარებელი საგნის გამოცდებისათვის პედაგოგთა რეგისტარცია. ხელი შეუწყო სერტიფიცირებული პედაგოგების პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის პროცესს.

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, სკოლებში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც განხორცილებული იყო საგანმანათლბლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ. რესურსცენტრი ხელს უწყობდა აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.

ამასთანავე ქუთაისის ყველა სკოლამ თავისი ბიუჯეტის შესაძლბელობის ფარგლებში განახორციელა ინფრასტრუქტურის მიმდინარე რემონტები.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობდა სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;

საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს და კერძო სკოლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს დაურიგდა სასკოლო სახელმძღვანელოები - მოსწავლის წიგნი (55540) და მოსწავლის რვეული (97284).

ყველა პირველკლასელს გადაეცა მოსწავლის ბუკი (2851) და მათ მასწავლებლებს - პორტატული კომპიუტერები.

საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიბლიოთეკის შექმინისა და განახლების მიზნით ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოგზავნილი წიგნები განაწილდა გამომცემლობების მიხედვით და რესურსცენტრმა უზრულველყო მისი ხელმისაწვდომობა.

თავისი კომპეტენციის ფარგლებში რესურცენტრმა განახორციელა ექსტერნების რეგისტრაცია და საგამოცდო პროცესის კონტროლი.

ქუთაისის საგანმანათლბლო რესურცენტრი 2016 წლის განმავლობაში, ხელს უწყობდა სამინისტროს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორცილებას სამოქმედო ტერიტორიაზე.

პროექტ ”ჩემი პირველი კომპიუტერის” ფარგლებში მოსწავლეებს (სულ 155 მოსწავლე), რომლებმაც წარმატებით დაძლიეს საბაზო საფეხური, გადაეცათ კომპიუტერები.

2016 წლის განმავლობაში ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ასრულებდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს, კერძოდ:

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ვაწარმოებდით რესურსცენტრის ფინანსურ ოპერაციებს, ასევე, ვახორცილებდით საგანმანათლებლო რესურცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ფინანსური პროცესების კვლევას, მონიტორინგსა და ანალიზს.

ვაწარმოებდით ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ფინანსური დოკუმენტაციის აღრიცხვას და მათ შენახვას, აგრეთვე ვუზრუნველყოფდით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საქართველოს ფინანსური ნორმატივების დაცვას. ვანხორცილებდით საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბიუჯეტის მიზნობრივ განაწილებასა და ხარჯვას. ვადგენდით და წარვუდგენდით ინფორმაციებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კერძოდ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ბალანსს, ასევე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაერთ ბალანსებს, მონაწილეობას ვღებულობდით სახელმწიფო შესყიდვებში და ინფორმაციებს ვათავსებდით საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე. ყოველთვიურ მონაცემებს ”შრომის შესახებ” ვაწვდიდით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

ვმონაწილეობდით საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ვუზრუნველყოფდით ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებიდან ფინანსურ სტატისტიკურ მონაცემთა შეგროვებასა და დამუშავებას. დამუშავებულ კრებსით ინფორმაციებს წარვუდგენდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. ასევე ყოველთვიურად ვიხილავდით საქართველოს სკოლების აღრიცხვის ელექტორნულ სისტემაში საჯარო სკოლებიდან მიღებული ინფორმაციების სკოლის საბიუჯეტო გეგმისა და შემოსავალ-გასავლის ყოველთვიური მოძრაობის უწყისებს. დამუშავებულ ინფორმაციებს ყოველთვიურად განვათავსებდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქართველოს სკოლების აღრიცხვის ელექტრონულ სისტემაში. შემუშავებული ფორმულა იძლევა საშუალებას გაგვეკეთებინა ანალიზი სკოლების მიერ გაწეული ხარჯების შესახებ. მონაწილეობას ვღებულობდით საჯარო სკოლების საშტატო და შტატგარეშე პერსონალის განრიგების განხილვაში და შესათანხმებლად წარვუდგენდით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

ვახორციელებდით ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების მიწოდებას, გაცნობასა და კონსულტაციას. ვუწევდით სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში სამართლებრივ დახმარებას.

ვმონაწილეობდით საერთო სასამართლოებში სსიპ ქუთაისის საჯარო სკოლების წარმომადგენლად ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში.

2016 წელს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრი განიხილავდა მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ რესურსცენტრში შესულ კორესპოდენციებს (სულ 23130 წერილი).

2016 წელს, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები. რომელიც ეხება საჯარო ინფორმაციის მომზადების, დამუშავების გავრცელების, შენახვის, პერსონალური მონაცემების გასაიდუმლოებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებს.

კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დამუშავდა სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, რომელიც შესაბამისად ინახება საჯარო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში. ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ დაცულია საჯარო ინფორმაციების შენახვის, თავისუფალი გაცნობისა და ხელმისაწვდომობის კანონმდებლობით დადგენილ ნორმები.

ბადრი ვაშაკიძე