საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, 2016 წლის ანგარიში
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში, 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 9 დეკემბრის ჩათვლით, საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 80 წერილი.
აღნიშნული მოთხოვნებიდან დეპარტამენტის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 78, ხოლო ნაწილობრივ - 2 რადგან წერილში დასმული საკითხები არ განეკუთვნებოდა საჯარო ინფორმაციას. მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევას დეპარტამენტში ადგილი არ ჰქონია. ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ასლის გადაღების შესახებ მოსაკრებლისათვის გადახდილმა თანხამ შეადგინა 553 (ხუთასორმოცდაცამეტი) ლარი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით, დეპარტამენტში არცერთი განცხადება არ არის შემოსული. დეპარტამენტში, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი არ შემოსულა. შესაბამისად, გასაჩივრებასთან დაკავშირებით არ წარმოშობილა ხარჯები. ასევე, ადგილი არ ჰქონია მხარის სასარგებლოდ გადასახდელი თანხის დაკისრებას დეპარტამენტში საჯარო მოსამსახურეთა მიერ სზაკ–ის მოთხოვნების დარღვევისა და პასუხსიმგებელ პირებზე დისციპლინური დარღვევის სახდელის დადების ფაქტს.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ გააჩნია მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს. ფუნქციონირებს მხოლოდ ელექტრონული კანცელარია, სადაც თავს იყრის ყველა სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებიც. დეპარტამენტს არ გააჩნია ცალკე საჯარო მონაცემთა ბაზა. თუმცა, დეპარტამენტის განახლებულ ვებგვერდზე, ყოველკვარტალურად ქვეყნდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული ყველა განცხადების მოკლე ანოტაცია მარტივი ელექტრონული რეესტრის სახით.
საჯარო ინფორმაციის გაცემისას დეპარტამენტი ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით.
განცხადებებზე პასუხი მოამზადა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელმა პირმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის აპარატის უფროსმა დეა ქვრივიშვილმა.