ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 დეკემბრის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№200/10
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 დეკემბრის ანგარიში

                   

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 10 დეკემბრის ანგარიშს - ინფორმაციას 2016 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ:

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 12 (თორმეტი) მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით საკრებულოს მომართა სახელმწიფო უწყებებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და  მასმედიის წარმომადგენლებმა, ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებულია კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

1.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აღნიშნული პერიოდისათვის სულ შემოსულია 12 (თორმეტი)  მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით.       

2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის გადაწყვეტილება არ მიღებულა.

3. საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით მომართვა არ შემოსულა.

4. ყველა მომართვა დაკმაყოფილდა კანონით გათვალისწინებულ ვადაში.

5. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დახურულად არ გამოცხადებულა.

6.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო მონაცემთა ბაზებისა და                                   პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის მოთხოვნით              მომართა შემდეგმა სახელმწიფო უწყებებმა, ორგანიზაციებმა და მასმედიის წარმომადგენლებმა:

 

●სოფლის მეურნეობის სამინისტრო /ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი იგორ სიჭინავა/.

●  „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ /რეგიონული ოფისების მენეჯერი-მალხაზ ჭკადუა/.

●სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო პორტალი ,,სამხრეთის კარიბჭე’“ /ჟურნალისტი თამუნა უჩიძე/.

●საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია /ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი/.

●სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო /ბიუროს უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თეიმურაზ ჩიხრაძე/.

●საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო /მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი/.

●შპს ტელე-რადიო კომპანია „იმპერია“ /-რუსუდან გვარამაძე/.

  

7.საანგარიშო პერიოდში ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მხრიდან არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევა.

8.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო /თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი/ იხელმძღვანელებდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-10 მუხლის პირველი ნაწილით, 271 -ე მუხლით, 28-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 44-ე მუხლით, ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით.

9.საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და არ გასაჩივრებულა.

10.ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და სხდომის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიღებულა, შესაბამისად არ მომხდარა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება.

 

საკრებულოს თავმჯდომარე  იმედა მღებრიშვილი