ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№50/368
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ანგარიში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“49 -ე მუხლის მოთხოვნათა საფუძველზე წარმოგიდგენთ ანგარიშს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საანგარიშო პერიოდში შემოსულ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ.

მოგახსენებთ, რომ საკრებულოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე რეაგირება მიმდინარეობდა საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით            შემოსულია 30 წერილობითი განცხადება 6 ერთეულით ნაკლები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემცირება განპირობებულია იმით, რომ საკრებულოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციები საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის საფუძველზე ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე და მუნიციპალიტეტში მოქმედ საინცორმაციო საშუალებებში.

საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ან მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა და აქედან გამომდინარე მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

აღნიშნულ პერიოდში სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა, საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს წევრთა შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციების მოთხოვნის 8 შემთხვევა დაფიქსირდა და მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადების დაცვით.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“, ,,ე“, ,,ვ“და

,,ზ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით საკრებულოს მიერ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მანანა ბარბაქაძე საკრებულოს თავმჯდომარე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“?
დიახ, საჯარო დაწესებულების ანგარიში „ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“?
„ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“ მიღებულია 09.12.2016. მიმღები ორგანო — ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო. დოკუმენტის ნომერი — №50/368.
სად არის „ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საჯარო დაწესებულების ანგარიში „ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წელს შემოსულ საჯარო ინფორმაცის მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ“, №50/368, 09.12.2016 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3497243/