ანგარიში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წელს შემოსული საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49/4876
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ა ნ გ ა რ ი შ ი

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2016 წელს შემოსული საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირების მდგომარეობის შესახებ

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობა საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მოთხოვნების სრული დაცვით წარმართავს მუშაობას საჯარო ინფორმაციების მოთხოვნაზე რეაგირებისას.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 35-ე და 38-ე მუხლების საფუძველზე,  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურში            გამოყოფილია პასუხისმგებელი პირი, რომელიც უზრუნველყოფს რეესტრში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არსებული მოთხოვნილი და გაცემული საჯარო ინფორმაციების შეტანას 2016 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციები არ გასაჩივრებულა. რეაგირების გარეშე არ დარჩენილა არცერთი მოთხოვნა. ყურადღებით ვეკიდებოდით საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მოთხოვნებს და ვიცავდით ვადებს. ამის გამო ზოგჯერ გამოყენებული გვაქვს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია ხშირად იყო მნიშვნელოვანი მოცულობის, ერთმანეთთან დაკავშირებული და ცალკეული დოკუმენტები მოითხოვდა მოძიებასა და დამუშავებას.

2016 წლის საანგარიშო პერიოდში მუნიციპალიტეტის გამგეობაში კერძო და იურიდიული პირებიდან სულ შემოვიდა 55 განცხადება        საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე. ყველა          შემოსულ საჯარო მოთხოვნაზე გაცემულია ინფორმაცია. ძირითადად ითხოვდნენ საჯარო ინფორმაციებს საკითხებზე, როგორიცაა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ            სხვადასხვა დროს საჯარო მოხელეებზე გაცემულ პრემიებსა და დანამატებზე, წარმომადგენლობითი ხარჯის ხარჯვის მიზნობრიობაზე, გამგეობასა და საკრებულოს თანამშრომლებზე გაცემული მივლინების ხარჯების შესახებ,

2016 წელს ხელშეკრულებებით გაფორმებული შესასრულებელი სამუშაოების მიღება- ჩაბარების  აქტებისა და დასკვნების შესახებ ინფორმაციები, სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეთა საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციოდ გაცემული თანხების     შესახებ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი   სასულიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ბიუჯეტიდან გაცემული თანხების შესახებ, 2014-2015 წლებში საახალწლო ღონისძიებებისათვის გაწეულ დანახარჯებზე დოკუმენტაციის მოთხოვნაზე, ა(ა)პ-ებში  დასაქმებულთა რიცხოვნებისა და დაფინანსების შესახებ, მოქალაქეებზე მედიკამენტების შესაძენად ჩარიცხული და ერთჯერადი          ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ,        სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა დასახმარებლად გატარებული ღონისძიებების შესახებ, ჩატარებულ ტენდერებზე, ბიუჯეტის შესრულებისა და განხორციელებული შესყიდვების შესახებ.

საჯარო ინფორმაციები გადაეგზავნათ  საქართველოს პარლამენტის აპარატს, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, საჯარო სამსახურის ბიუროს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას, ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, შემოსავლების სამსახურის   აუდიტის დეპარტამენტს, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ქუთაისის ფილიალს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს,           თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს, ა(ა)იპ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ცენტრს და სხვებს.

 

გამგებელი                                                             ნიკოლოზ თოფურიძე