ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№03/3308
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის ანგარიში

ანგარიში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით დადგენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე

2016 წელს, 9 დეკემბრის მდგომარეობით, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მიზნით შემოვიდა 22 (ოცდაორი) მოთხოვნა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ დაფიქსირებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ მიღებულია 22 გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისად გაცემულია 22 საჯარო ინფორმაცია.

საჯარო მონაცემთა ბაზებიდან პერსონალური მონაცემები (ინფორმაცია ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა შესახებ, ამომრჩევლის სახელის, გვარის, დაბადების თარიღის (დღე, თვე, წელი), საქართველოს მოქალაქის პირადი ნომრის და რეგისტრაციის ადგილის მითითებით) გამოთხოვილ იქნა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტში დასახლებათა კრებების განსაზღვრისას ადმინისტრაციულ ერთეულებში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რიცხოვნობისა და ვინაობის დასახლებების მიხედვით დასადგენად. მონაცემები გადაეცა ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, რომელთა მხრიდან მონაცემთა დამუშავების შემდგომ, ინფორმაცია წარედგინა გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს.

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, დისციპლინური სახდელის დადების თაობაზე საჯარო მოსამსახურეთა მიმართ გადაწყვეტილება არ მიღებულა.

საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები დაინტერესებულ პირთა მხრიდან არ გასაჩივრებულა.

ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის

მოვალეობის შემსრულებელი                                                                ვარაზ გაბედავა