ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№51/11513
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ანგარიში

 

2016 წლის 01 იანვრიდან 10 დეკემბრამდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 25 (ოცდახუთ ი ) განცხადება შემოვიდა. აქედან 24 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

საჯარო დაწესებულებამ უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ერთ განცხადებაზე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია შიცავდა სხვის პერსონალურ მონაცემს.

ყველა ინფორმაცია გაიცა კანონით დადგენილ ვადებში. საჯარო ინფორმაციის შესწორების მოთხოვნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში არ შემოსულა.

2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ინფორმაციის ბაზების დამუშავებისა და გაცემასთან დაკავშირებით ხარჯები არ გაწეულა.

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დაწესებულების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ფარგლებში. გადაწყვეტილების შესრულება დაევალა საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს-ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს.

2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ განხორციელებულა პერსონალურ მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების ფაქტი.

2016 წელს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეების მიერ კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ქონია.

 

გამგებელი                                                                                               ზაზა კუპრაძე