გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1438
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გორის, კასპის, ქარელის , ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო

რწმუნებული – გუბერნატორის ადმ ნისტრაციის

ა ნ გ ა რ ი შ ი

 

201 6 წლის განმავლობაში გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 1 3 განცხადება, აქედან თითოეული განცხადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განხილული და დაკმაყოფილებული.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილება არ მიღებულა და შესაბამისად, შემდგომში არც გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში. ასევე, ჩვენს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორებისა და დამატების შეტანის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36–ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის განკარგულებით გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პრაქტიკულ გამოყენებაზე პასუხისმგებელ პირად 2014 წლის 21 მარტიდან 2016 წლის 09 სექტემბრამდე დადგენილი იყო სახელმწიფო რწმუნებული ს – გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი, ხოლო დღეის მდგომარეობით სახელმწიფო რწმუნებული ს – გუბერნატორის მოადგილე დავით ჯოლბორდი.

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში შ ექმნილია მონაცემთა ბაზა, სადაც დაცულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში შემოსული და შექმნილი ინფორმაცია.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაცული საჯარო ინფორმაცი ა ღიაა და ხელმისაწვდომია  ყველასთვის. ასევე, ამავე კანონის

 შესაბამისად, დაცულია პირად, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები.

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიიპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის არც ერთი საჯარო მოსამსახურის მიერ არ მომხდარა საქარ თ ველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა და რ ღვევა და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვინმესათვის დაკისრების შესახებ.

სახელმწიფ ო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცი ა ს ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების არ არსებობის გამო არანაირი ხარჯი არ ჰქონია.

გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს  მასმედიისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც პერიოდულად იმართება საჯარო შეხვედრები. ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს საინფორმაციო დაფა, ასევე მოქმედებს გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ–გვერდი www.S hidakartli.gov.ge , სადაც სისტემატურად თავსდება ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საქმიანობის შ ესახე ბ. ვებ – გვერდზე განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციი ს საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე ვებ – გვერდი იძლევა საშუალებას კითხვა – პასუხის რეჟიმში ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო შეკითხვაზე.