სააქციო საზოგადოება „თელასის“შეტყობინება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
შეტყობინება
სააქციო საზოგადოება „თელასის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ
სააქციო საზოგადოება „თელასი“ (აქ და შემდგომში – სს „თელასი“) გატყობინებთ 2017 წლის 17 იანვარს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების შესახებ კრების ფორმით (აქციონერთა ერთობლივი დასწრება დღის წესრიგის საკითხის განხილვისთვის) შემდეგი დღის წესრიგით:
1. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდელი შეწყვეტის შესახებ.
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის შესახებ.
სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირთა შესადგენად სააღრიცხვო დღეა 2016 წლის 26 დეკემბერი.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილია – საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. № 3.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების დროა 9სთ. 30 წთ. ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაციის დაწყების დროა 900 სთ. ადგილობრივი დროით.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების მონაწილე პირთა რეგისტრაცია ხორციელდება აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების ჩატარების ადგილის მისამართზე.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის შესაბამისად წინამდებარე შეტყობინების დანართში „ა“ წარმოდგენილია დამატებითი ინფორმაცია აქციონერებისთვის.
საზოგადოების აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას (მასალებს) 2016 წლის 27 დეკემბრიდან 2017 წლის 17 იანვრამდე 900 სთ-დან 1800 სთ-მდე შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ვანის ქ. №3.
2017 წლის 17 იანვარს
სააქციო საზოგადოება „თელასის“
აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების
ჩატარების შესახებ შეტყობინების
დანართი „ა“
დამატებითი ინფორმაცია აქციონერთათვის
სს „თელასის“ წესდების 10 მუხ. 10.14 ქვეპუნქტის შესაბამისად შეტყობინება სს „თელასის“ (შემდგომში – საზოგადოება ) აქციონერთა საერთო კრების ჩატარების შესახებ ქვეყნდება საზოგადოების მიერ საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, აგრეთვე საზოგადოების ვებსაიტზე ინტერნეტის ქსელში არაუგვიანეს აქციონერთა საერთო კრების ჩატარების თარიღამდე 20 დღით ადრე.
კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებას უნდა ერთვოდეს პროცედურის აღწერა, რომლის თანახმად კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება.
2017 წლის 17 იანვარს სს „თელასის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების შემოწმების პროცედურის აღწერა
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე აქციონერს შეუძლია შეამოწმოს კრებაში მონაწილოების უფლება სს „თელასის“ რეგისტრატორთან – სს «ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი» (ხელშეკრულება №ср-394/515 2014 წლის 1 აპრილი), შემდეგ მისამართზე: საქართველო, 0162, ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი №74ა. (მოსაშვილის ქ. №11) ტელ.: (99532) 222-53-51, 225-15-60. ფაქსი: (99532) 225-15-60.