ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.12.2016
გამომცემი ორგანო ახალგორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №№
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.150.016108
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/01/2017
matsne.gov.ge 1,551 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
ქონება
ახალგორის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები.
მუხლი 2
ჩამოსაწერი ქონება
ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება.
მუხლი 2
დაწესებულება
ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
მუხლი 2
ინვეტარიზაციის სამუშაო ჯგუფი
ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (8)
1 2
საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ბალაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
დასახელება
ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა
% ლარი
დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული
დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი
დასახელება რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ბოლნისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 20.02.2017 დმანისის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 25.06.2018 ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 24.07.2015 ვანის მუნიციპალიტეტისა და ვანის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 23.07.2018 მარტვილის მუნიციპალიტეტის, მარტვილის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების, მარტვილის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 26.12.2025

დოკუმენტის ტექსტი

ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2016 წლის 27 დეკემბერი სოფ. წეროვანი ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ა’’ ქვეპუნქტის 61-მუხლის მე-2 პუნქტის, 106​1 მუხლის მე-14 პუნქტის,  ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების შესაბამისად, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:   მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს ახალგორის მუნიციპალიტეტისა და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომეციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზირებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი, დანართი 1-ის შესაბამისად. 1. 1. დამტკიცდეს ,,ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტის’’ ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად. 2. 1. დამტკიცდეს ,,ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტის’’ ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად. 3. 1. დამტკიცდეს ,,მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტის’’ ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ბალაშვილი დანართი 1 ახალგორის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი თავი I მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ახალგორის მუნიციპალიტეტის  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციის და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ახალგორის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების  საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული)  ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის პროცედურებს; მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება  ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი განმარტება: 1. ქონება – ახალგორის მუნიციპალიტეტის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) არაფინანსური აქტივები. 2.  ჩამოსაწერი ქონება – ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონება. 3. დაწესებულება – ახალგორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და ახალგორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები. 4. ინვეტარიზაციის სამუშაო ჯგუფი – ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით შესაბამის დაწესებულებაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი. მუხლი 3🔗. ინვენტარიზაციის ჩატარება დაწესებულებაში ინვენტარიზაცია ტარდება ,,ძირითადი საშუალებების, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობათა, ფულადი საშუალებებისა და ანგარიშსწორებათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის შესახებ’’ საქართველოს რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს კოლეგიის 1995 წლის 1 აგვისტოს №12-03 დადგენილებით დამტკიცებული დებულებისა და ,,საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის №605 ბრძანების თანახმად. მუხლი 4🔗. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი 1. ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – ჯგუფი) იქმნება დაწესებულების ხელმძღვანელის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2. ჯგუფის შემადგენლობას განსაზღვრავს დაწესებულების ხელმძღვანელი. 3. სავალდებულო ინვენტარიზაციის ჩატარების დროს ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებს 5 წევრისაგან, მათ შორის, თავმჯდომარისაგან. 4. ჯგუფს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნისას მოადგილე. 5. საჭიროების შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელმა ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება მოიწვიოს კვალიფიციური სპეციალისტი  (სერტიფიცირებული აუდიტორი/ექსპერტი). მოწვეული სპეციალისტები არ იღებენ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. 6. ჯგუფი გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 7. ჯგუფი საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს  სხდომაზე, სხდომის შესახებ დგება ოქმი, რომელშიც აღინიშნება კონკრეტული საკითხის განხილვისას კომისიის წევრების მიერ გამოთქმული განსაკუთრებული მოსაზრებები და მიღებული გადაწყვეტილებები. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და ჯგუფის დამსწრე ყველა წევრი. მუხლი 5🔗. ამორტიზებული ან გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. ჯგუფი სწავლობს ჩამოსაწერი ქონების ფაქტობრივ ფიზიკურ მდგომარეობას, სათანადო საფუძვლის არსებობისას ასაბუთებს მისი ბალანსიდან ჩამოწერის აუცილებლობას და ამზადებს ქონების ჩამოწერისათვის საჭირო დოკუმენტაციას. 2. ჯგუფი დაწესებულების ხელმძღვანელს წარუდგენს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას, ასევე ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ნარჩენი ღირებულების დადგენის აქტებსა და საჭიროების შემთხვევაში, ძირითადი აქტივების ლიკვიდაციის აქტის შევსებულ ფორმებს ყველა ძირითად აქტივებზე, მცირე ფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების აქტებს. 3. დაწესებულების  ხელმძღვანელი იხილავს ჩამოსაწერი ქონების ნუსხას და ჯგუფის დასკვნისა და აუდიტორ/ექსპერტის დასკვნის საფუძველზე ამოწმებს ქონების ჩამოწერის აქტს და დასამტკიცებლად წარუდგენს ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს. ხოლო მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის შემთხვევაში, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს. 4. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 5. ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები (ჯართი, სამშენებლო მასალა, ვარგისი ნაწილები და სხვა) რომლებიც ექვემდებარება შემოსავალში აღებას და შემდგომ გამოყენებას, უნდა აისახოს დაწესებულების ბალანსზე მარაგების სახით სამუშაო ჯგუფის მიერ დადგენილი ღირებულების შესაბამისად. მუხლი 6🔗. ჩამოწერილი ქონების განადგურება ან/და განკარგვა 1.  ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ექვემდებარება განადგურებას. 2. ქონების განადგურებას ტექნიკურად და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს დაწესებულება, რომლის საკუთრებასაც წარმოადგენს გასანადგურებელი ქონება. 3. ქონების განადგურების პროცესს ესწრებიან შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრული პირები. 4. ქონება უნდა განადგუდეს ამ მიზნისათვის გამოყოფილ ადგილებში ან ნაგვის დასაწვავ ადგილებში. 5. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ პირები, რომლებიც ესწრებიან განადგურების პროცესს. 6. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ; 7. განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. ჩამოწერილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, ხორციელდება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების შესაბამისად. თავი II მუნიციპალიტეტის მიერ დაუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ინვენტარიზაციისა და ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი მუხლი 8🔗. ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის წესი 1. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) ქონების ჩამოწერის  საკითხს წყვეტს შესაბამისი იურიდიული პირის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით. იურიდიული პირის ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს წარმოუდგენს წერილს რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აუდიტის დასკვნა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული დოკუმენტები. 2. ქონების ჩამოწერის აქტი უნდა შეესაბამებოდეს ,,საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტებისა და სააღრიცხვო რეგისტრირების ფორმების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №449 ბრძანების მოთხოვნებს. 3. ჩამოსაწერი ქონების აქტში მიეთითება მასალები, რომელიც ექვემდებარება ბალანსში მარაგების სახით ასახვას და შემდგომ გამოყენებას და ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია; 4. ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენება შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას; 5. ძირითადი აქტივების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი ამზადებს ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტს, ახდენს ქონების დასურათებას და განსაზღვრავს ვარგისი ნაწილებისა და ჯართის ოდენობას. 6. სალიკვიდაციო ქონების განსაზღვრის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფი დამატებით ამზადებს ქონების სალიკვიდაციო აქტს თითოეულ ქონებაზე ცალ-ცალკე და ახდენს ქონების დასურათებას. 7. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული და გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერის ან/და ლიკვიდაციის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი  ან/და სალიკვიდაციო ქონების აქტები წარედგინება ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომლის მიერ, მასალების წარდგენა ხდება ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად; 8. ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას დადგენილი წესით წარდგენილი, ჩამოსაწერი ან/და სალიკვიდაციო ქონების დამტკიცების შესახებ, რის საფუძველზეც ხორციელდება ქონების ჩამოწერა/ლიკვიდაცია; 9. მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ან/და გამოუყენებელი ქონების ჩამოწერის მიზნით ინვენტარიზაციის სამუშაო ჯგუფის მიერ წარდგენილი ჩამოსაწერი ქონების აქტის სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელს. მუხლი 9🔗.  ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების განადგურება 1.   ჩამოწერილი და გამოუსადეგარი ქონების შედეგად მიღებული ქონება, რომლის რაიმე დანიშნულებით გამოყენებაც შეუძლებელია, ექვემდებარება განადგურებას საკრებულოს თანხმობით, გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 2.  ქონების განადგურების  პროცესს ესწრება ამავე ქონების ჩამოწერის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯფუფის სრული შემადგენლობის სულ ცოტა ნახევარზე მეტი, რაზედაც დგება ჩამოწერილი ქონების განადგურების აქტი. 3. ქონება უნდა განადგურდეს ამ მიზნისთვის გამოყოფილ სპეციალურ ადგილებში, ან მოხდეს განადგურება ნაგავსაყრელზე. 4. ქონების განადგურების თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ განადგურების პროცესის დამსწრე პირები. 5. ქონების განადგურებისათვის აუცილებელი ხარჯი ფინანსდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. 6.    განადგურების მართლზომიერებასა და შედეგებზე პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფი. მუხლი 10🔗.  ჩამოწრილი ქონების რეალიზაცია ქონების განკარგვა, რომელიც ჩამოსაწერი ქონების აქტის თანახმად ექვემდებარება ბალანსში მარაგის სახით ასახვას, განხორციელდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 11🔗. 500 (ხუთასი) ლარამდე ღირებულების ქონების (ნივთი) ჩამოწერის წესი  მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული (ბალანსზე რიცხული) იმ ქონების (ნივთის) ჩამოწერის საკითხს, რომლის საწყისი საბალანსო ღირებულება არ აღემატება 500 (ხუთასი) ლარს, ერთპიროვნულად წყვეტს შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელი და პასუხს აგებს ქონების ჩამოწერასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სისწორეზე. დანართი 2 ______________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) ჩამოსაწერი ძირითადი აქტივების ღირებულების დადგენის აქტი № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლოატაციაში შესვლის წელი საწყისი იღირებულება (ლარი) ღირებულება გადაფასების შემდეგ ფიზიკური ცვეთა ნარჩენი საბალანსო ღირებულება ლარებში შენიშვნა ფიზიკური ცვეთის ნორმა საბოლოო ბუღალტრული მდგომარეობა % ლარი % ლარი ჯგუფის თავმჯდომარე:                             ____________________________   (__________________________) ჯგუფის წევრები:                                       1._________________________    (_________________________)                2._________________________    (_________________________)   3._________________________    (_________________________) დანართი 3 __________________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის აქტი № ძირითადი აქტივის დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლოატ.შეს. წელი ნარჩენი საბალანსო ღირებულება შენიშვნა 1 2 3 4 5 6 ჯგუფის შემადგენლობა: ---------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------- შექმნილი 20  წელი ------------------- №-------------------------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის ------- საფუძველზე, რომელმაც დაათვალიერა ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- და აღმოჩნდა, რომ ძირითადი საშუალება ლიკვიდირებული უნდა იქნეს შემდეგის საფუძველზე: 1. შეძენის წელი:--------------------------------------------------------------- 2. საწყისი საბალანსო ღირებულება:------------------------------------------------------------------------- 3. ძირითადი აქტივის ტექნიკრი მდგომარეობა და ლიკვიდაციის მიზეზი:   ა) -------------------------------------; ბ)----------------------------------; გ)------------------------------------; ჯგუფის დასკვნა:: --------------------------------------------------------------------------------------------- ჯგუფის თავმჯდომარე: ---------------------------- (_____________________) ჯგუფის წევრები  1. -------------------------------- (_____________________) 2. --------------------------------- (____________________)                                                          3. --------------------------------- (_____________________)                        ძირითადი აქტივის ლიკვიდაციის შედეგის გამოთვლა დანახარჯების ლიკვიდაცია ლიკვიდაციის შედეგად მიღებული დოკუმენტაციის დასახელება დანახარჯების ჩამონათვალი თანხა (ლარი) დოკუმენტაციის დასახელება ფასეულობათა სახეები რაოდენობა თანხა (ლარი) 1 2 3 4 5 6 7 ლიკვიდაციის შედეგის საერთო თანხა:-------------------- (---------------------------------------) ლარი ლიკვიდაციის შედეგი: --------------------------------------------------------------------------------------- ჯგუფის თავმჯდომარე: -------------------------------------------(_______________________) ჯგუფის წევრები:            1. ------------------------------------------  (_________________________)   2. ------------------------------------------  (_________________________)            3 -------------------------------------------  (_________________________)                                       ბ.ა. დანართი 4 ____________________________________________________________________________ (ორგანიზაციის დასახელება, თარიღი) მცირეფასიანი გრძელვადიანი აქტივებისა და მატერიალური მარაგების ჩამოწერის აქტი № დასახელება საინვენტარო ნომერი ექსპლ. შეს. წელი ერთეულის ღირებულება რაოდე-ნობა ღირებუ- ლება ჩამოწერის მიზეზი ლიკვიდაციის შედეგად მიღებული აქტივები შენიშვნა დასახელება რაოდენობა ღირებულება 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12  ჯამი ჯგუფის  თავმჯდომარე:                             ____________________________   (__________________________) ჯგუფის წევრები:                                       1._________________________    (_________________________)                                            2._________________________    (_________________________)  3._________________________    (_________________________) ბ.ა.