არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 28.12.2016
ძალის დაკარგვა 31.03.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №153
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.123.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 780 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.12.2016 მიღება
31.03.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
10 ბალეტი
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბექა ყანჩელი საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
სახეობა
1. საფორტეპიანო
2. სოლო სიმღერა
3. მუს-თეორია
4. ვოკალი
5. ხალხური საკრავები
6. ქორეოგრაფიული
7. საორკესტრო
8. საგუნდო
9. საესტრადო
10. უშუ
11. ფერწერა, კომპოზიცია, ხატვა, ძერწვა
12. კულტ. სახ. მენეჯერი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №153 2016 წლის 28 დეკემბერი ქ. ქუთაისი არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების  შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ“ ქალაქ ქუთისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 14 დეკემბრის №151 დადგენილების 29-ე და 30-ე მუხლების საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებისა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესი, №1 დანართის შესაბამისად. /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 შემოღებულ იქნეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის აკუმულირებისა და განაწილების წესი, №2 დანართის შესაბამისად. /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 შემოღებულ იქნეს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ სწავლების საფასურის აკუმულირებისა და განაწილების წესი, №3 დანართის შესაბამისად. /დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიბექა ყანჩელი დანართი №1 არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ- საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასურის გადახდის  წესი 1. ეს წესი არეგულირებს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სპორტულ სახეობებში 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული სწავლებისათვის და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“, კულტურულ სახეობებში სწავლებისათვის საფასურის გადახდის ვადებსა და პროცედურებს, ასევე, საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობებს. 2. წესი ვრცელდება: ა) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტული სექციების, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა; ბ) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სახელოვნებო-საგანმანათლებლო სექციებში პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების მოსწავლეებზე, გარდა, ინდივიდუალური პროფესიული დახელოვნების მომსახურებისა. 3. სასწავლო მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება: ა) პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე. საფასურისაგან გათავისუფლებისათვის, დაინტერესებულმა პირმა, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა, გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ცნობა გაცემული უნდა იქნეს წარმოდგენის მომენტამდე უახლოესი გასული 1 თვის განმავლობაში. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირთა სტატუსის გადამოწმება შესაბამის სახელმწიფო ორგანოში და თუ აღმოჩნდა, რომ პირს აღარ აქვს შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, აღნიშნული ფაქტის დადგენის მომენტიდან; ბ) ეროვნული სპორტული სახეობების, კერძოდ, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ჭიდაობის ჯგუფების მოსწავლეები; გ) პარაოლიმპიური სპორტის სახეობების ჯგუფების მოსწავლეები; დ) შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს – ცნობას, გაცემულს შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ. 4. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტულ სექციებში, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით. 5. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით. 6. სწავლების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში. 7. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ სწავლების საფასური უნდა მიიღონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ანგარიშზე. 8. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ ამ წესის შესაბამისად მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენონ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების არანაკლებ 30% მიმართული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გასაუმჯობესებლად. დანართი №2 არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასური № სახეობა საფასური 1. კალათბურთი 20 ლარი 2. ფეხბურთი 3. ჩოგბურთი 4. ფიგურული ციგურაობა 5. ყინულის ჰოკეი 6. ჭადრაკი 7. ხელბურთი 10 ლარი 8. ჰოკეი (ბალახის) 9. ფრენბურთი 10. უშუ 11. კიკბოქსინგი 12. ვადორიუ კარატე-დო 13. აღმოსავლური ორთაბრძოლები 14. ძალოსნობა 15. კარატე 16. ტაეკვანდო 17. უძლიერესი მამაკაცი 18. შოტოკან კარატე-დო 19. ბილიარდი 20. ველოსპორტი 21. ტყვიის სროლა  22. ძალისმიერი ფიტნესი (მასრესლინგი) 23. ძალისმიერი ფიტნესი (ბაგირის გადაწევა) 24. ძალისმიერი ფიტნესი (გირის აწევა) 25. მკლავჭიდი  26. მეკლდეურობა  27. მშვილდოსნობა  28. ფარიკაობა  29. ჭიდაობა (თავისუფალი) 30. ჩოგბურთი (მაგიდის) 31. ჭიდაობა (ბერძნულ–რომაული) 32. სამბო 33. ძიუდო 34. კრივი 35. მძლეოსნობა  36. ტანვარჯიში 37. ნიჩბოსნობა  38. რაგბი დანართი №3 არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სასწავლო მომსახურების საფასური № სახეობა საფასური 1. საფორტეპიანო 20 ლარი 2. სოლო სიმღერა 3. მუს-თეორია 4. ვოკალი 5. ხალხური საკრავები 6. ქორეოგრაფიული 7. საორკესტრო 10 ლარი 8. საგუნდო 9. საესტრადო 10 ბალეტი 11. ფერწერა, კომპოზიცია, ხატვა, ძერწვა  12. კულტ. სახ. მენეჯერი 5 ლარი 13. საბიბლიოთეკო 14. თეატრალური 15. ქორეოგრაფიული