„არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №170 |
|
2017 წლის 29 მარტი ქ. ქუთაისი |
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
|
1. არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტული სექციების, პირველი და მეორე(დამწყები) ეტაპის ჯგუფების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე (გარდა საქალაქო ნაკრების წევრებისა) შემდგომში ჯგუფების ფასიანი მომსახურება;
2. არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სახელოვნებო – საგანმანათლებლო სექციებში პირველი საფეხურის ჯგუფების მოსწავლეებზე, შემდგომში ჯგუფების ფასიანი მომსახურება.
1. პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 100001-მდე. საფასურისაგან გათავისუფლებისათვის, დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა, გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ცნობა გაცემული უნდა იქნეს წარმოდგენის მომენტამდე უახლოესი გასული 1 თვის განმავლობაში. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირთა სტატუსის გადამოწმება შესაბამის სახელმწიფო ორგანოში და თუ აღმოჩნდა, რომ პირს აღარ აქვს შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, აღნიშნული ფაქტის დადგენის მომენტიდან.
2. ეროვნული სპორტული სახეობების, კერძოდ, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ჭიდაობის ჯგუფების მოსწავლეები.
3. პარაოლიმპიური სპორტის სახეობების ჯგუფების მოსწავლეები.
4. შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს – ცნობას, გაცემულს შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
5. მრავალშვილიანი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი.
|
|
„არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებასა“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული
პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების
წესის დამტკიცებისა და აღნიშნულ გაერთიანებებში მომსახურების საფასურის
ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის №153 დადგენილება /www.matsne.gov.ge 04.01.2017. 010250020.35.123.016363/.
მუხლი 5🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელინიკოლოზ ლატარია
დანართი №1ეს წესი არეგულირებს არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სპორტულ სახეობებში 18 წლამდე ასაკის მოზარდების სპორტული სწავლებისათვის და არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“, კულტურულ სახეობებში მომსახურების საფასურის გადახდის ვადებსა და პროცედურებს, ასევე, საფასურის გადასახადისაგან გათავისუფლების პირობებს.
ამ წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების ბავშვებზე.
მუხლი 5🔗
თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტულ სექციებში, პირველი და მეორე (დამწყები) ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე ( გარდა საქალაქო ნაკრების წევრებისა) მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის მომსახურების საფასური მცირდება 50%-ით.
მუხლი 6🔗
თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების პირველი საფეხურის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის მომსახურების საფასური მცირდება 50%-ით.
მუხლი 7🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირში „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში.
მუხლი 8🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირში „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ მომსახურების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს სემესტრულად, ორ ეტაპად, პირველ სემესტრში (3,5 თვე) არაუგვიანეს 1-ლი დეკემბრისა, მეორე სემესტრში (5 თვე) არაუგვიანეს 15 მაისისა. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში.
მუხლი 9🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ მომსახურების საფასური უნდა მიიღონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ანგარიშზე.
მუხლი 10🔗
არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ ამ წესის შესაბამისად მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენონ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების არანაკლებ 30% მიმართული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გასაუმჯობესებლად.
მუხლი 11🔗
ცნობად იქნეს მიღებული, რომ სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში, სავალდებულო რაოდენობით ჯგუფის დაკომპლექტება ხდება 7-10 ბავშვით.№
სახეობა მომსახურების საფასურის ოდენობა თვეში1.
კალათბურთი 20 ლარი2.
ფეხბურთი3.
ჩოგბურთი4.
ფიგურული ციგურაობა5.
ყინულის ჰოკეი6.
ჭადრაკი7.
წყალბურთი8.
ხელბურთი 10 ლარი8.
ჰოკეი (ბალახის)9.
ფრენბურთი10.
უშუ
11.
კიკბოქსინგი12.
ვადორიუ კარატე-დო13.
აღმოსავლური ორთაბრძოლები14.
ძალოსნობა15.
კარატე16.
ტაეკვონდო17.
უძლიერესი მამაკაცი18.
შოტოკან კარატე-დო19.
ბილიარდი20.
ველოსპორტი21.
ტყვიის სროლა22.
ძალისმიერი ფიტნესი (მასრესლინგი)23.
ძალისმიერი ფიტნესი (ბაგირის გადაწევა)24.
ძალისმიერი ფიტნესი (გირის აწევა)25.
მკლავჭიდი26.
მეკლდეურობა27.
მშვილდოსნობა28.
ფარიკაობა29.
ჭიდაობა (თავისუფალი)30.
ჩოგბურთი (მაგიდის)31.
ჭიდაობა (ბერძნულ–რომაული)32.
სამბო33.
ძიუდო34.
კრივი35.
მძლეოსნობა36.
ტანვარჯიში37.
ნიჩბოსნობა38.
რაგბი დანართი №3№
სახეობა ერთი სემესტრის მომსახურების საფასურის ოდენობა1.
საფორტეპიანო 65 ლარი2.
სოლო სიმღერა3.
მუს თეორია4.
ვოკალი5.
ხალხური საკრავები6.
ქორეოგრაფიული7.
საორკესტრო 35 ლარი8.
საგუნდო9.
საესტრადო10.
ბალეტი11.
ფერწერა, კომპოზიცია, ხატვა, ძერწვა12.
კულტ. სახ. მენეჯერი 25 ლარი13.
საბიბლიოთეკო14.
თეატრალური15.
ქორეოგრაფიული