არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ და არასამეწარმეო /არაკომერციულ/ იურიდიულ პირის „ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ სწავლების საფასურის შემოღების, აკუმულირებისა და განაწილების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №153 |
|
2016 წლის 28 დეკემბერი ქ. ქუთაისი |
/დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/
/დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/
|
2. წესი ვრცელდება:
ა) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტული სექციების, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების 18 წლამდე ასაკის მოსწავლეებზე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა;
ბ) არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სახელოვნებო-საგანმანათლებლო სექციებში პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფების მოსწავლეებზე, გარდა, ინდივიდუალური პროფესიული დახელოვნების მომსახურებისა.
3. სასწავლო მომსახურების საფასურისაგან თავისუფლდება:
ა) პირები, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ნორმით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა შეადგენს 0-დან 70001-მდე. საფასურისაგან გათავისუფლებისათვის, დაინტერესებულმა პირმა, უნდა წარმოადგინოს ოფიციალური დოკუმენტი – ცნობა, გაცემული შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ. ცნობა გაცემული უნდა იქნეს წარმოდგენის მომენტამდე უახლოესი გასული 1 თვის განმავლობაში. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ არანაკლებ 6 თვეში ერთხელ, უნდა უზრუნველყოს აღნიშნული შეღავათით მოსარგებლე პირთა სტატუსის გადამოწმება შესაბამის სახელმწიფო ორგანოში და თუ აღმოჩნდა, რომ პირს აღარ აქვს შეღავათით სარგებლობის უფლება, მიიღოს შესაბამისი ზომები, აღნიშნული ფაქტის დადგენის მომენტიდან;
ბ) ეროვნული სპორტული სახეობების, კერძოდ, ქართული საბრძოლო ხელოვნებისა და ქართული ჭიდაობის ჯგუფების მოსწავლეები;
გ) პარაოლიმპიური სპორტის სახეობების ჯგუფების მოსწავლეები;
დ) შშმ პირები, რომლებიც წარმოადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს – ცნობას, გაცემულს შესაბამისი უფლებამოსილი სამედიცინო დაწესებულების მიერ.
4. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების სპორტულ სექციებში, პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, გარდა, საქალაქო ნაკრების წევრებისა, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით.
5. თუ ერთი ოჯახიდან არის არასამეწარმეო /არაკომერციული/ იურიდიული პირის „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში“ შემავალი ფილიალების პირველი და მეორე ეტაპის ჯგუფებში ერთზე მეტი მოსწავლე, მეორე და ყოველი შემდგომი ბავშვის სწავლების საფასური მცირდება 50%-ით.
6. სწავლების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ყოველთვიურად, საანგარიშო თვის განმავლობაში უნაღდო ანგარიშსწორებით. გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს შესაბამის დაწესებულებაში.
7. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ სწავლების საფასური უნდა მიიღონ მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით, ამ მიზნისათვის განკუთვნილ ანგარიშზე.
8. არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ“ და არასამეწარმეო /არაკომერციულმა/ იურიდიულმა პირმა „კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ“ ამ წესის შესაბამისად მიღებული შემოსავლები უნდა გამოიყენონ წესდებით განსაზღვრული მიზნების განხორციელებისათვის, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით. ამასთან, აღნიშნული შემოსავლების არანაკლებ 30% მიმართული უნდა იქნეს ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გასაუმჯობესებლად.
|
|