სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2595
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022716
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2595

2016 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101   მუხლის 31  პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება სსიპ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, სამსახურის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოების დასრულებისათვის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვა 1 310 000 (ერთი მილიონ სამას ათი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით, 2016-2017 წლების სახელმწიფო ბიუჯეტებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. შესაბამისად, 2016 წელს 131 000 (ას ოცდათერთმეტი ათასი) ლარის, ხოლო 2017 წელს 1 179 000 (ერთი მილიონ ას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში.

 

პრემიერ-მინისტრი                        გიორგი კვირიკაშვილი