საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 15.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2578
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
matsne.gov.ge 554 სიტყვა · ~3 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 95% 27.12.2017 საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 85% 12.02.2016 საქართველოს კანონის პროექტი - საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ ნორმატიული აქტების პროექტები 84% 21.02.2018 „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ნორმატიული აქტების პროექტები 82% 02.05.2017 სახელმწიფო შესყიდვის ხელოვნურად დაყოფის გამოვლენის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 82% 25.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } span.FooterChar { } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №2578 2016 წლის 15 დეკემბერი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომის შედეგად წარმოებული  პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 10​1 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი პროგრამისათვის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ („პენიტენციური სისტემის პოლიტიკის შემუშავება, მართვა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფითი პირობების გაუმჯობესება“ (27 01 01); „პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება“ (27 01 03)) − არაუმეტეს 2 650 000 (ორი მილიონ ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ („სრულყოფილი პრობაციის სისტემა“ (27 02)) − არაუმეტეს 270 000 (ორას სამოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით და სსიპ − სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრმა („სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სისტემისათვის თანამშრომელთა მომზადება და პროფესიული განვითარება“ (27 03)) - არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით იმ პროდუქციის/მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც წარმოებულია: ა) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ (მათ შორის, პატიმრობის კოდექსის 111-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარეშე პირის მონაწილეობით) და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან; ბ) სსიპ − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს − თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი საწარმოსაგან; გ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დასაქმებულ მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან; დ) „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამეწარმეო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ საწარმოში მსჯავრდებულთა მიერ და აღნიშნული პროდუქციის/მომსახურების შესყიდვა ხორციელდება შესაბამისი იურიდიული პირისაგან. 2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებში დასაქმებულ მსჯავრდებულთა რაოდენობა არ უნდა იყოს დასაქმებულ პირთა საერთო რაოდენობის 70%-ზე ნაკლები. 3. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქციის/მომსახურების ღირებულება, ფასთა კვლევის შედეგად, შესაბამისი პროდუქციის/მომსახურების ღირებულების საბაზრო ღირებულებას არ უნდა აღემატებოდეს 10 %-ით. 4. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული პროდუქცია/მომსახურება უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისი შესასყიდი ობიექტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ტექნიკური დავალების პირობებს. თუ აღნიშნული პირობების შესაბამისობის დადასტურება საჭიროებს სპეციალურ ცოდნას, ლაბორატორიულ კვლევებს ან/და უფლებამოსილი სპეციალისტის/ექსპერტის დასკვნას, ტექნიკური დავალების პირობების შესაბამისობა უნდა დადასტურდეს ექსპერტიზის დასკვნით. პრემიერ-მინისტრი                                                                           გიორგი კვირიკაშვილი