„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 |
|
2016 წლის 27 დეკემბერი ქ. ზუგდიდი |
ა) მე-11 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. გამგეობის სამსახურებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური:
ა.ა) საქმისწარმოების განყოფილება;
ა.ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება;
ა.გ) იურიდიული განყოფილება;
ა.დ) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;
ა.ე) მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ა.ვ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციის განყოფილება.
ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური:
ბ.ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;
ბ.ბ) სახაზინო მომსახურების და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;
ბ.გ) შემოსულობების და ქონების აღრიცხვის განყოფილება.
გ) ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახური:
გ.ა) დარგობრივი ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილება;
გ.ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის განყოფილება;
გ.გ) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო განყოფილება.
დ) მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახური:
დ.ა) მუნიციპალური სერვისების და ბუნებრივი რესურსების განყოფილება;
დ.ბ) ქონების მართვის განყოფილება;
დ.გ) ტრანსპორტის განყოფილება.
ე) განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახური:
ე.ა) განათლების განყოფილება;
ე.ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ე.გ) ახალგაზრდულ საქმეთა და გენდერული თანასწორობის განყოფილება;
ე.დ) სპორტის განყოფილება.
ვ) სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური:
ვ.ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ვ.ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.
ზ) ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახური:
ზ.ა) რეაგირებისა და მონიტორინგის განყოფილება;
ზ.ბ) საორგანიზაიო განყოფილება;
ზ.გ)სამშენებლო ინსპექტირების განყოფილება;
ზ.დ) არქიტექტურის განყოფილება.
თ) შიდა აუდიტის სამსახური:
თ.ა) შიდა აუდიტის განყოფილება;
თ.ბ) ინსპექტირების განყოფილება.
ი) შესყიდვების სამსახური:
ი.ა) საქონლისა და მომსახურების შესყიდვის განყოფილება;
ი.ბ) სამშენებლო პროექტებისა და სამუშაოების შესყიდვის განყოფილება.
კ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური:
კ.ა) წვევამდელთა აღრიცხვისა და გაწვევის განყოფილება;
კ.ბ) რეზერვის რიგითის, სერჟანტისა და ოფიცრის აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის განყოფილება.“;
ბ) 43-ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 43. გამგეობის რეორგანიზაცია
1. გამგეობის რეორგანიზაცია არის სტრუქტურული და ფუნქციური ცვლილებების ერთობლიობა, რომელიც ერთდროულად შეეხება ორ ან მეტ სამსახურს ან ადმინისტრაციულ ერთეულს.
2. გამგეობის რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობით. რეორგანიზაცია ხორციელდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება:
ა) რეორგანიზაციის განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს;
ბ) რეორგანიზაციის გეგმა, რომელიც ითვალისწინებს გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს და მათი განხორციელების ვადებს;
გ) რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმი.
3. რეორგანიზაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი ღონისძიებები განხორციელება ვადების მითითებით:
ა) გამგეობის მოხელეთა გაფრთხილება რეორგანიზაციისა და მასთან დაკავშირებული შტატების შემცირების, აგრეთვე ატესტაციის (კონკურსის) ჩატარების შესახებ;
ბ) რეორგანიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებების პროექტების მომზადება და მიღება;
გ) გამგეობის საშტატო ნუსხაში და თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების, სამუშაოთა აღწერილობებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების პროექტების მომზადება;
დ) რეორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2016.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2016. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №29. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016274.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 2 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2016 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №29, 27.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016274 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3515383/