ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
15.12.2016 ძალადაკარგული 27.12.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№27
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.105.016272
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (6 მუხლი)
 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2016 წლის 15 დეკემბერი

ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 ივლისის №18 დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა, თანახმად დანართისა.
მუხლი 2
 დადგენილება  ძალაშია  გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 15 დეკემბრიდან წარმოშობილ  სამართლებრივ  ურთიერთობებზე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა



დანართი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა
მუხლი 1
ზოგადი დებულებანი

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმა (შემდგომში – ,,გეგმა“) შედგენილია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მოთხოვნათა შესაბამისად.

2. გეგმა ადგენს სარეორგანიზაციო სტრუქტურებს, რეორგანიზაციის ვადებს, გასატარებელ ღონისძიებათა ჩამონათვალს, რეორგანიზაციის პროცესში გამგეობის საქმიანობის რეჟიმს და მის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებს.

მუხლი 2
საორგანიზაციო  სტრუქტურები

რეორგანიზაცია შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებს:

ა) ადმინისტრაციული სამსახური;

ბ) საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

გ) ეკონომიკური განვითრებისა და პროგრამების მართვის სამსახური;

დ) ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახური;

ე)კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური;

ვ) სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახური;

ზ) ზედამხედველობის სამსახური;

თ) შიდა აუდიტის სამსახური;

ი) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

კ) მშენებლობის სამსახური.

მუხლი 3
საორგანიზაციო ღონისძიებები და ჩატარების ვადები

1. გამგეობის რეორგანიზაცია უნდა დასრულდეს  აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს  ოცდაათი დღისა.

2. რეორგანიზაციის პროცესში ტარდება შემდეგი ღონისძიებები:

ა) სამსახურის დებულებების პროექტების მომზადება არაუგვიანეს 2016 წლის 23 დეკემბრამდე;

ბ)„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობის რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის მომზადება არაუგვიანეს 2016 წლის 23 დეკემბერამდე;

გ) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის გამოცემა რეორგანიზაციის შესახებ თანამშრომელთა გაფრთხილების თაობაზე.

მუხლი 4
გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები

1. გეგმის შესრულებას კოორდინაციას უწევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელმაც გეგმის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის დაცვით საკრებულოს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები.

2. დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე პასუხისმგებელია გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის იურიდიული  განყოფილება,  ადამიანური  რესურსების  მართვის  განყოფილება და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2016.
როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.12.2016. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №27. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016272.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.12.2016-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 6 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2016 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“, №27, 15.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016272 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3473952/