ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-51/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016414
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/12/2016
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში ტუბერკულოზის კონტროლთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ტუბერკულოზის კონტროლის 2016-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე თენგიზ მესხი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინაღმდეგ ზურაბ იჩქიტიძე, ილია ჭუმბაძე, ხათუნა გრიგალაშვილი, გიორგი მამუკელაშვილი, თეონა კახიანი და ნათია კახაძე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ
დოკუმენტის ტექსტი
ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება
№01-51/ნ
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმის და ამ შეთავაზების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ
„ტუბერკულოზის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს:
ა)
ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების სპეციალური წერილობითი ფორმა, №1 დანართის შესაბამისად;
ბ)
ტუბერკულოზის სავალდებულო გამოკვლევის ჩატარების შეთავაზების განხორციელების წესი, №2 დანართის შესაბამისად.
2.
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო