მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2620
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.022770
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 03/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2620

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

მუნიციპალიტეტებისათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, 2016 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუფერხებელი დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტებს გამოუყოს 650 000 (ექვსას ორმოცდაათი ათასი) ლარი, მათ შორის:

1. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს − 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარი;

2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს − 200 000 (ორასი ათასი) ლარი;

3. ცაგერის მუნიციპალიტეტს − 100 000 (ასი ათასი) ლარი;

4. ლენტეხის მუნიციპალიტეტს − 100 000 (ასი ათასი) ლარი.

 

პრემიერ-მინისტრი                              გიორგი კვირიკაშვილი