საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს
2016 წლის ანგარიში
(საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მიხედვით )
1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ა ” და “ე ” პუნქტები
• მიმდინარე წლის განმავლობაში , 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 10 დეკემბრამდე სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” შემოვიდა 1 (ერთი ) განცხადება საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ , რომელიც სრულად დაკმაყოფილდა.საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის შესახებ განცხადება სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” არ შემოსულა .
აღნიშნულ პერიოდში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ” საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს .
• მიმდინარე 2016 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს ” მრჩეველთა საბჭოს საკუთარი სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია .
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაცილი კოდექსის 49-ე მუხლის “გ ” პუნქტი
• სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ” საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვება , დამუშავება , შენახვა და მესამე პირებისთვის გადაცემა ხორციელდება დადგენილი წესით . ამასთან , აღნიშნული ინფორმაციის შენახვა წარმოებს სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ” არქივში და საქმისწარმოების განყოფილებაში არსებულ სათავსოში .
• სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოში ” დაცული ინფორმაცია შესაბამისი პირის /პირების პერსონალური მონაცემების შესახებ მიმდინარე 2016 წლის განმავლობაში საჯარო ინფორმაციის სახით არ გაცემულა .
3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “დ ” პუნქტი
• მიმდინარე, 2016 წლის განმავლობაში სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიისა და რადიოს ” თანამშრომლებს არ დაურღვევიათ ინფორმაციის თავისუფლების შესახებ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები და შესაბამისად , მათ არ დაკისრებიათ დისციპლინური პასუხისმგებლობა .
4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ვ ” პუნქტი
• სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელეივიზიასა და რადიოს ” მიმდინარე 2016 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს .
5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის “ზ ” პუნქტი
• მიმდინარე, 2016 წლის განმავლობაში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49(ზ ) მუხლით გათვალისწინებული თანხების (ხარჯების ) გადახდას სსიპ “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ” მხრიდან ადგილი არ ჰქონია .
მალხაზ ბოლქვაძე
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე
პასუხისმგებელი პირი
2016 წლის 10 დეკემბერი