⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (11.01.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
ძალის დაკარგვა 11.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.105.016278
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,367 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
11.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ნანავა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2016 წლის 29 დეკემბერი ქ.ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად; მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 აგვისტოს №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 26/08/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260030.35.105.016162). მუხლი 3🔗 დადგენილება  ძალაშია  2017  წლის 1 იანვრიდან.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ნანავა დანართი ზუგდიდის   მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახურის   დებულება მუხლი 1🔗 გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის  სამსახური 1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პროგრამების და ინფრასტრუქტურის სამსახური (ტექსტში შემდგომ – ,,სამსახური“)  არის  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროგრამების შემუშავებასა და შესრულების მონიტორინგს. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების    შესაბამისად. 3. სამსახურს აქვს  ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით. 4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90. მუხლი 2🔗 სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან. 2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა  აღწერილობით.  სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების    უფროსი. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და   სამუშაოთა  აღწერილობით.  განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს  ახორციელებს  განყოფილების  ერთ-ერთი მოხელე. 5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და  სამუშაოთა    აღწერილობებით. 6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის      შესაბამისად. 7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:     ა) დარგობრივი ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილება;     ბ) ინფრასტრუქტურული პროგრამების მართვის განყოფილება;     გ) საპრექტო - სახარჯთაღრიცხვო განყოფილება. მუხლი 3🔗 სამსახურის ფუნქციები  სამსახური  დადგენილი  წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით  მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრებებში მონაწილეობის, სათანადო ინფრმაციების შეგროვების, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას; დ) მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების  დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და  კვლევების ჩატარებას; ე) სტატისტიკური დაკვირვევებისა და კვლევების განხროციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების  შემუშავებში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას; ზ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას; ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის დარგობრივი განვითარების სტატისტიკას, მის ანალიზს და დასკვნებისა და წინადადებების შემუშავებას; კ) წლის შედეგების მიხედვით განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას. რისკების დადგენასა და გათვალისწინებას  მომავალი წლისათვის; ლ) მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების, მოსახლეობიდან, იურიდიული პირებიდან შემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში განხილვის შემდგომ მიღებული წინადადებების აკუმულაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას; მ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის რწმუნებულებისათვის კონსულტაციების განხორციელებას; ნ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში  წარდგენას,  კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების  ხელშეწყობას; ო) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო წინადადების მომზადებას; პ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ჟ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; რ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფორმაციების შედგენას; ს)  მუნიციპალიტეტის   ინფრასტრუქტურის განვითარების  საშუალოვადიანი  და  გრძელვადიანი  განვითარების  სამოქმედო გეგმების,  პროგრამების  შედგენის ორგანიზებას,  მათი განხორციელებისა  და  განახლების  კოორდინაციას  და  მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის  ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას; ტ) ადგილობრივი თვითმმართველობის  კოდექსის შესაბამისად მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას  განვითარების პროგრამების ფორმირებაში. საინვესტიციო პროექტების კონცეფციის ბარათის შედგენას; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  გეგმებთან  ჰარმონიზებული  მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების შედგენას; უ) პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას,  მართვას, მისი უარყოფით  შედეგების შერბილების მიზნით წინადადებების შემუშავებას; ფ) განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო  დონორ  ორგანიზაციებთან,  ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და სხვა საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას; ქ) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასლის შედგენას; ღ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას; ყ) განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების  განსაზღვრას; შ) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, მიბმას,  ხარჯთაღრიცხვების შედგენას; ჩ) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება- ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას  განსაზღვრულ ვადაში; ც) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას; ძ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის  მომზადებას,  შესაბამისი სამსახურისათვის გადაგზავნას; წ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრა ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით; ჭ) შესრულებულ პროექტებზე  საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების  მომზადებას.  შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონული მონაცემთა და  ფოტომასალების ბაზების შედგენას; ხ) მოქმედი კანონმდებლობით და  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  სამართლებრივი  აქტებით  განსაზღვრული  სხვა  ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 4🔗 დარგობრივი ეკონომიკის და სტატისტიკის განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) ეკონომიკური განვითარების დასაგეგმად საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას. ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; გ) დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით  მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრებებში მონაწილეობის, სათანდო ინფორმაციების შეგროვებას, შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფას; დ) მუნიციპალიტეტში  ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტების  დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და  კვლევების ჩატარებას; ე) სტატისტიკური დაკვირვებებისა და კვლევების განხორციელებას; ვ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავებში მონაწილეობას, შესრულების ანალიზს და შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის პერიოდიული ინფორმაციის მიწოდებას; ზ) მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავებას; თ) მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადებას; ი) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ეკონომიკის დარგობრივი განვითარების სტატისტიკის, მისი ანალიზის და დასკვნებისა და წინადადებების შემუშავებას; კ) წლის შედეგების მიხედვით განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენას და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავებას რისკების დადგენას და გათვალისწინებას  მომავალი წლისათვის; ლ) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური სტრუქტურის ანალიზს, პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის და მათი შემდგომი განვითარებისათვის წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას; მ) მუნიციპალური ეკონომიკის ძირითადი სტატისტიკური მაჩვენებლების დადგენასა და ანალიზს; ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 5🔗 ინფრასტრუქტურული პროგრამების  მართვის განყოფილება  განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების, მოსახლეობიდან, იურიდიული პირებიდან შემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში განხილვის შემდგომ მიღებული წინადადებების აკუმულაციას, მონაცემთა ბაზის შექმნას; ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების განხორციელებას, და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ  ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის რწმუნებულებისათვის კონსულტაციების განხორციელებას; გ) საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების სამხარეო ადმინისტრაციაში, შესაბამის სამინისტროში  წარდგენას,  კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების  ხელშეწყობას; დ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად საჭირო წინადადების მომზადებას; ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადებას; ვ) მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვას; ზ) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის პროგრამული ბიუჯეტის შედგენას, კოორდინაციას, შესრულების მიმდინარეობაზე სათანადო ინფრმაციების შედგენას, გადაგზავნა ზემდგომ ორგანოებში დადგენილი წესის შესაბამისად; თ) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის განვითარების საშუალოვადიანი  და გრძელვადიანი განვითარების  სამოქმედო გეგმების,  პროგრამების  შედგენის ორგანიზებას,  მათი განხორციელებისა  და  განახლების  კოორდინაციას  და  მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის  ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას; ი) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას  განვითარების პროგრამების ფორმირებაში. საინვესტიციო პროექტების კონცეფციის ბარათის შედგენას; რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების  გეგმებთან  ჰარმონიზებული  მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების შედგენას; კ) პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებას,  მართვას, მისი უარყოფით, შედეგების შერბილების მიზნით წინადადებების შემუშავებას; ლ) განვითარების საკითხებზე საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო  დონორ ორგანიზაციებთან, ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან  და სხვა საქმიანი ურთიერთობის ორგანიზებას; მ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 6🔗 საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო  განყოფილება განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) სარეაბილიტაციო ობიექტებზე დეფექტური აქტებისა და ფოტომასლის შედგენას. ბ) პროგრამით გათვალისწინებული პროექტების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვების განსაზღვრას.  გ) განსახორციელებელი სამშენებლო ობიექტის პარამეტრისა და მასალების  განსაზღვრას. დ) მცირე მოცულობის სამშენებლო ობიექტების პროექტირებას, მიბმას,  ხარჯთაღრიცხვების შედგენას. ე) საპროექტო-სამშენებლო დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენას სატენდერო განაცხადთან და პროექტის მიღება- ჩაბარებაზე თანხმობის გაცემას  განსაზღვრულ ვადაში. ვ) შესასრულებელი სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანას. ზ) განსახორციელებელი სამუშაოებისა და მომსახურებაზე სატენდერო დოკუმენტაციის  მომზადებას,  შესაბამისი სამსახურისათვის გადაგზავნას. თ) ექსპერტიზისა და გეოლოგიის, ჰიდროგეოლოგიის აუცილებლობის განსაზღვრას ცალკეულ ობიექტებზე სავარაუდო ღირებულებების გათვალისწინებით. ი) შესრულებულ პროექტებზე  საინფორმაციო პაკეტის, ანგარიშების  მომზადებას.  შესრულებულ სამუშაოებზე ელექტრონულ მონაცემთა და  ფოტომასალების ბაზების შედგენას. კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗 სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა 1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.