ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე

მიღების თარიღი 29.12.2016
ძალაში შესვლა 01.01.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.132.016304
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 252 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.12.2016 მიღება
01.01.2017 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სირაბიძე ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

წალკის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 01.04.2019 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 30.12.2014 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 23.03.2017 საჩხერის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და მოსაკრებლის განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 30.12.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 27.03.2017

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე ქალაქ ბათუმის საკრებულოს დადგენილება №21 2016 წლის 29 დეკემბერი ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 მუხლის, საქართველოს კანონის „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“, საქართველოს კანონის „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების და მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს კანონის „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი და დადგინდეს მისი განაკვეთები სახეობების მიხედვით შემდეგი ოდენობით: ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – 24 000 ლარი კვარტალში; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2 600 ლარი კვარტალში; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%; დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობაზე – 250 000 ლარი კვარტალში; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის თითოეულ სალაროზე – 6 000 ლარი კვარტალში; ვ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – 6 000 ლარი კვარტალში. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ ბათუმის საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის №1-5 დადგენილების (გაზეთი „აჭარა” №24, 14.02.2007 წ., გვ.: 8,9,10,15,16) პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №4 (ინსტრუქცია – ქ. ბათუმში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთებისა და გადახდის წესის შესახებ). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა სირაბიძე