ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (8 მუხლი)
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2016 წლის 29 დეკემბერი ქ.ზუგდიდი |
|
1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას.
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
3. სამსახურს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით და სხვა საჭირო რეკვიზიტებით.
4. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, შ. რუსთაველის ქ. №90.
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობებით.
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად.
7. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური დაცვის განყოფილება.
1. სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას;
ბ)მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებამოსილებათა განხორციელებას;
გ) ჯანდაცვის მუნიციპალური ობიექტებთან თანამშრომლობასა და მათ მართვას;
დ) წინადადებების შემუშავებას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის დაწესებულებათა შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
ე) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამული ბიუჯეტის პროექტის მომზადებას.
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ)ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ)საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებას;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
ე) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე სოციალური დაცვისა და დემოგრაფიის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის ხელშეწყობას;
გ) ბავშვების, ხანდაზმულების, მრავალშვილიანი და სხვა ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ფინანსურ მხარდაჭერას;
დ) შშმ პირთა სოციალური დაცვისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობას:
ე) გარდაცვლილ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა ოჯახების ფინანსურ მხარდაჭერას;
ვ) უსახლკაროთა რეგისტრაციისა და შესაძლებლობის ფარგლებში თავშესაფრით უზრუნველყოფის ორგანიზებას;
ზ) სოციალური დაცვის მუნიციპალურ დაწესებულებებთან თანამშრომლობას;
თ) გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას, ოჯახში ძალადობის პრევენციას, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების საკითხებთან დაკავშირებით პროგრამებისა და დოკუმენტაციის მომზადებას;
ი) ორგანიზაციულ, საინფორმაციო და სხვა სახის დახმარებას, დისკრიმინაციის თავიდან აცილებისა და ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიზნით;
კ) მოქმედი კანონმდებლობით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
1. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გამგებლის წარდგინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.01.2018.
- როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.12.2016. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №39. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.105.016284.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.01.2018-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 8 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.01.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საქმეთა და ჯანდაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №39, 29.12.2016, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.105.016284 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.01.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3523277/