„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№608
სარეგისტრაციო კოდი
010170000.10.003.019675
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №608

2016 წლის 29 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობისა და  დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 1 მარტის №111 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/03/2011, 010170000.10.003.016272) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



„დანართი 1
ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭოს შემადგენლობა

სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, საბჭოს თავმჯდომარე;

ქეთევან ციხელაშვილი – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი;

კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე;

ალექსანდრე ბარამიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

იოსებ გოგაშვილი – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

ხათუნა თოთლაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე;

თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

ივლიანე ხაინდრავა – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ირაკლი კოკაია – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა ეთხოვოთ:

ზვიად კვაჭანტირაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს;

სოფიო კილაძეს – საქართველოს პარლამენტის წევრს;

უჩა ნანუაშვილს – საქართველოს სახალხო დამცველს.“.