„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
470030000.10.003.024339
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/12/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505 

2023 წლის 25 დეკემბერი

   ქ. თბილისი

 

„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში (სსმ, №155, 29/11/2010) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის“ მე-13 მუხლით განსაზღვრული ცხრილის („საერთო მოთხოვნები“) XII თავს („დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიწოდების შემთხვევაში, დამატებით აუცილებელია“) მე-12 გრაფის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 გრაფა:  

„13.

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მომსახურების მიმწოდებელმა უნდა აწარმოოს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან (მდრ)  დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, ყველა მოპოვებული, დამუშავებული, შენახული და განაწილებული რეპროდუქციული ქსოვილის, უჯრედისა და ემბრიონის, ასევე მათ შესახებ მონაცემებისა და მათთან კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობის უზრუნველყოფის მიზნით, დონორიდან რეციპიენტამდე და პირიქით

მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიან ეროვნულ რეესტრში დაცულია შემდეგი ინფორმაცია:

ა) მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულებების/ბანკების შესახებ;

ბ) მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობების შესახებ;

გ) მდრ-ის განხორციელებით  ჩასახული ბავშვის დაბადების შესახებ;

დ) რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების დონორების შესახებ;

ე) რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების რეციპიენტის შესახებ;

ვ) დონაციური რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილებისა და ემბრიონების შესახებ;

ზ) ინ-ვიტრო განაყოფიერების მონაცემების შესახებ.“.

    

მუხლი 2
დაევალოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, 2024 წლის 1 იანვრამდე ნორმატიული აქტით დაამტკიცოს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული საქმიანობის ერთიანი ეროვნული რეესტრის წარმოებისა და მართვის წესები და პირობები, აგრეთვე მინიმალური დასაცავი ინფორმაციისა და უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების წესი და პროცედურა.
მუხლი 3
დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.12.2023.
როდის იქნა მიღებული „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 25.12.2023. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №505. სარეგისტრაციო კოდი — 470030000.10.003.024339.
რამდენი მუხლისგან შედგება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №505, 25.12.2023, სარეგისტრაციო კოდი 470030000.10.003.024339 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6032047/