„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-№1188 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანება №344/№765 |
|
2016 წლის 30 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებთ: |
| მუხლი 1 |
„კონტროლის ზონაში სატრანსპორტო საშუალებების მიმართ პროცედურებისა და სავალდებულო რეგისტრაციის ერთი ფანჯრის პრინციპით განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №988-№1188 ერთობლივი ბრძანებით (სსმ, №172, 31.12.2010 წ., სარეგისტრაციო კოდი – 230150070.22.033.016107) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-2 მუხლის „ს“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენა – საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე (გარდა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებისა, რომელიც იბეგრება 2017 წლის 1 იანვრამდე მოქმედი აქციზის განაკვეთით) საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დადასტურება იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნით.“. |
2.
31 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადების დენა შეჩერდება სააგენტოს მიერ ამ ინსტრუქციის 51 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის მოთხოვნიდან, შესაბამისი დოკუმენტის სააგენტოში წარდგენამდე, მაგრამ არა უმეტეს დოკუმენტის წარდგენისათვის ამ ინსტრუქციის 51 მუხლით განსაზღვრული ვადისა, ხოლო თუ ვადის შეჩერების თარიღი ემთხვევა საქონლის დეკლარირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის ბოლო დღეს, საქონლის დეკლარირების ვადის დენა განახლდება მომდევნო სამუშაო დღეს.“. |
3.
მე-5 მუხლის: |
ა)
მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იმპორტის გადასახდელების გაანგარიშების მიზნით, საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას გამოიყენება ამ ინსტრუქციის 51 მუხლის დებულებები.“; |
ბ)
შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი:
„მუხლი 51. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენის წესი 1. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენა ხორციელდება რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დადგენისას, საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი, საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე, სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრის შემთხვევაში, საექსპერტო შემოწმებისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს: ა) „მწვანე დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის გარეშე; დ) „ყვითელი დერეფანი“ – დათვალიერების აქტის შედგენას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. 3. საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი საჭის მარცხენა მხარეს განლაგების მქონე სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, დეკლარანტი ვალდებულია, საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ან ასეთი გარემოების არარსებობის დასადასტურებლად, სააგენტოს საექსპერტო შემოწმებისათვის მიმართვიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში (ვადა აითვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების წარდგენის დღიდან) წარუდგინოს ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტი: ა) უფლებამოსილი ორგანოს მიერ სპეციალური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად გაცემული დასკვნა; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ტესტირების ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი; გ) საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი შესაბამისი მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში არსებული წარმომადგენლობის მიერ გაცემული დოკუმენტი. 4. საჭის გადატანის შესახებ მონაცემის დასადგენად, მომსახურების გაწევის ნებისმიერ ეტაპზე სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, ვიზუალური დაკვირვების შედეგად, თუ წარმოიშვა საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ საჭე მარცხენა მხარეს გადატანილია ან/და სხვა გარემოების არსებობისას, მოითხოვოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ერთ-ერთი დოკუმენტის წარდგენა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესახებ მონაცემის რისკის პროფილთან (საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანა) თანხვედრა. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ: ა) დეკლარანტი წერილობით დაადასტურებს ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანას; ბ) სააგენტოში ელექტრონული ან მატერიალური სახით დაცულია ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის მიერ მიწოდებული ინფორმაცია საექსპერტო შემოწმებისათვის წარდგენილი ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სააგენტოს თანამშრომელი იყენებს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას. ასეთ შემთხვევაში დეკლარანტის მიერ წარდგენილი უნდა იქნას ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სააგენტოს თანამშრომლის მიერ მითითებული დოკუმენტი. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული რისკის პროფილები და შემუშავების კრიტერიუმები წარმოადგენს სამსახურებრივი სარგებლობის შიდაუწყებრივ ინფორმაციას და მისი გასაჯაროება დაუშვებელია. 7. რისკის პროფილებს შეიმუშავებს სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახურთან შეთანხმებით.”. |
4.
მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რ) სატრანსპორტო საშუალების საჭის განლაგება, ხოლო ქარხანა-დამამზადებლის მიერ საჭის მარჯვენა მხარეს განლაგებით წარმოებული სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საჭის მარცხენა მხარეს გადატანის ამ ინსტრუქციით განსაზღვრული წესით გამოვლენის შემთხვევაში – ასევე ინფორმაცია საჭის გადატანის ფაქტის გამოვლენის შესახებ;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|