⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (18.12.2017)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.12.2016
ძალაში შესვლა 04.01.2017
ძალის დაკარგვა 18.12.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.175.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,192 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
04.01.2017 ძალაში შესვლა
18.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია ჯიშკარიანი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 2016 წლის 30 დეკემბერი ქ. მცხეთა ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“  61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამა“ დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 მარტის №11 დადგენილება (matsne.gov.ge 010260020.35.175.016063 30/03/2015). მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ჯიშკარიანი                                                                                                                                                    დანართი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოცილური დახმარების პ რ ო გ რ ა მ ა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენს:   1.  სახელმწიფო პროგრამით  მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების დარჩენილი ნაწილის თანადაფინანსებაში მონაწილეობა და იმ პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება, რომლებიც არ სარგებლობენ რომელიმე კერძო  ან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. 2.   სოციალური დახმარების მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა, ასევე, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული და მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი პირების სარიტუალო ხარჯების  ანაზღაურება, რომელიც გაიცემა მათ ოჯახის წევრებზე. 3. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ყოველთვიური ფინანსური დახმარება. მუხლი 2🔗. პროგრამის მოსარგებლეები პროგრამის მოსარგებლეები არიან: 1.ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეების (შემდგომში – მოსარგებლე), შემდეგი კატეგორიები: ა)  სოციალურად დაუცველი პირები, რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია  0-დან 65 000-ის ჩათლით; ბ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი პირების ოჯახის წევრები (სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების ფარგლებში); გ) თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები. 2. პროგრამით მოსარგებლე დახმარებას იღებს სოციალური დახმარების სახით. მუხლი 3🔗. სამედიცინო მომსახურების მოცულობა 1.  პროგრამა ითვალისწინებს სამედიცინო მომსახურების იმ ნაწილის დაფინანსებას, რომელიც არ ფინანსდება  ან ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. 2. თანადაფინანსების შემთხვევაში, დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება სახელმწიფო ჯანდაცვის მიერ წარმოდგენილი საგარანტიო წერილის საფუძველზე, მასში მითითებული მომხმარებლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობით, რომლის მაქსიმალური ზღვარი არ უნდა აღემატებოდეს 500 ლარს. 3. ნოზოლოგიები, რომლებიც არ ფინანსდება ამავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პროგრამებით, ფინანსდება შემდეგი ოდენობით: 3.1.  0-დან 1000 ლარის ჩათვლით – არაუმეტესი 50 %-სა; 3.2.  1001-დან 2000 ლარის ჩათვლით – არაუმეტესი 40%-სა; 3.3.  2001-დან 3000 ლარის ჩათვლით – არაუმეტესი 30%-სა; 3.4.  3001 -დან ზევით 20%-ით, არაუმეტესი 3000 ლარისა; 4. პროგრამის მოქმედება არ ვრცელდება: ა) ქვეყნის ფარგლებს გარეთ მკურნალობაზე, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედებით მკურნალობაზე, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ვირუსული ჰეპატიტების და აივ ინფექციის მკურნალობაზე; ბ) განცხადების წარდგენამდე გაწეულ დასრულებულ მომსახურებაზე; გ) მშობიარობაზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის ოპერაციაზე); დ) პლასტიკურ ქირურგიაზე; ე)  რეაბილიტაციურ, ფიზიოთერაპიულ და კურორტულ მომსახურებაზე; ვ) ტრანსპლანტაციის ხარჯებზე (არ ანაზღაურდება იმპლანტის საფასური, გარდა იმ ნოზოლოგიებისა, რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით); ზ) სამედიცინო ხასიათის დამხმარე საშუალებების დაფინანსებაზე (სათვალე, კონტაქტური ლინზები, სმენის აპარატი,  სხვადასხვა სახის პროთეზები); თ)  სტომატოლოგიურ მომსახურებაზე (გარდა იმ ნოზოლოგიებისა რომელიც ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით); ი)  მედიკამენტების  დაფინანსებაზე; კ)  სადიაგნოსტიკო კვლევის დაფინანსებაზე, გარდა სოციალურად დაუცველ პირებზე სარეიტინგო ქულით 0-დან 65 000-ის ჩათვლით, რომელიც არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით. ლ)  კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირების სამედიცინო მომსახურების დაფინანსებაზე; მუხლი 4🔗. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წესი 1. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მსურველი პირი  ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგენს წერილობით განაცხადს (მერის სახელზე)  რომელსაც უნდა დაერთოს: ა) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი, ხოლო თუ განაცხადს მოსარგებლის ნაცვლად, აკეთებს სხვა პირი, მისი პირადობის მოწმობის ასლი; ბ) სადიაგნოსტიკო კვლევის დაფინანსების შემთხვევაში, განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედი, სარეიტინგო  ქულათა ამონაწერი გაცემული სოციალური სააგენტოს მიერ; გ) მოწმობა, რითაც დასტურდება, რომ პირი აღრიცხულია, როგორც იძულებით გადაადგილებული; დ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტები: დ.ა)  ფორმა №100; დ.ბ). ხარჯთაღრიცხვა; დ.გ). ანგარიშ-ფაქტურა. 2. ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამის განსახორციელებლად შექმნილი კომისია  (შემდგომში – კომისია) კვირაში ერთხელ (გადაუდებელი შემთხვევისას – რიგგარეშე სხდომაზე) იხილავს მოქალაქეთა განცხადებებს. 3. წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, კომისიის მიერ,  პროგრამით დადგენილი მოცულობების შესაბამისად განისაზღვრება  დასაფინანსებელი  თანხის ოდენობა. 4. კომისიის სხდომის ოქმი დგება სხდომის დასრულებიდან არაუგვიანეს სამი დღისა, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, მოადგილე და კომისიის წევრები. ოქმი შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს. 5.  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის  მერი ხელს აწერს პროგრამით მოსარგებლეთა მიმართ გაცემულ საგარანტიო წერილს და სამედიცინო დაწესებულებასთან გასაფორმებელ ხელშეკრულებას, რომელსაც მოსარგებლე წარადგენს სამედიცინო დაწესებულებაში. 6. სამედიცინო დაწესებულება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აგზავნის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული სამედიცინო მომსახურება. აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე ხდება მკურნალობის ღირებულების ანაზღაურება. მუხლი 5🔗. ერთჯერადი  ფულადი  დახმარების  გაცემის  წესი 1.   ერთჯერადი ფულადი დახმარება გაიცემა სოციალურად დაუცველ პირებზე,  რომელთა სარეიტინგო ქულა განსაზღვრულია  0-დან 65 000-ის ჩათლით; ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა  შეადგენს  100 ლარს. 2.   ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად მოსარგებლემ უნდა წარადგინოს წერილობითი განაცხადი ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  პირადობის მოწმობის ასლი; ბ) მოწმობა, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ პირი აღრიცხულია როგორც იძულებით გადაადგილებული; გ)  პირადი საბანკო ანგარიშის ნომერი; დ) განცხადების შეტანის მომენტისთვის მოქმედი, სარეიტინგო  ქულათა ამონაწერი გაცემული სოციალური სააგენტოს მიერ; ე) თუ პირი მოქმედებს წარმომადგენლის სახელით, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიალურად. 3.  ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემის შესახებ კომისიის სხდომის ოქმი შემდგომში გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს,  რომელიც ხელს აწერს თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 4.  ანაზღაურება ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე. მუხლი 6🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი პირების  ოჯახის წევრებზე სარიტუალო ხარჯების ანაზღაურების წესი 1.  ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება სარიტუალო მომსახურების ხარჯები შემდეგი ოდენობით: ა) ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილ პირთა სარიტუალო ღონისძიებისათვის გაიცემა -  250 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი. ბ) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებისთვის  გაიცემა  - 200 ლარი. თანხას მიიღებს პირის ოჯახის წევრი. 2.  მოსარგებლე პირმა (ოჯახის წევრმა) ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  წერილობითი განცხადება ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;  გ) გარდაცვალების მოწმობა; დ) ოჯახის ერთი სრულწლოვანი წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. კომისიის მიერ შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგები ოქმის სახით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 4.  თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გახსნილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 7🔗. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე, დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების ფინანსური დახმარება 1. თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელნიც ჩართულნი არიან დიალეზის სახელმწიფო პროგრამაში მიიღებენ ყოველთვიურ ფულად თანხას. 2. ფულადი თანხა გაიცემა თვეში ერთხელ 80 (ოთხმოცი) ლარის ოდენობით. 3. მოქალაქემ დახმარების მისაღებად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება და შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;  ბ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100/ა), რომელიც გაცემულია იმ სამედიცინო დაწესებულების მიერ, სადაც ხორციელდება სამედიცინო მომსახურება და ზუსტად არის განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გრაფიკი; ბ) საბანკო ანგარიშის ნომერი; გ) თუ პირი მოქმედებს წარმომადგენლის სახელით, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი დამოწმებული ნოტარიალურად. 4. კომისიის მიერ შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგები ოქმის სახით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 5. თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გახსნილ საბანკო ანგარიშზე. მუხლი 8🔗. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე  9 მაისის დღესთან დაკავშირებით  ერთჯერადი ფინანსური დახმარება 1. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება განისაზღვრება 200 ლარით. 2. მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ დახმარების მისაღებად ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება ქალაქ  მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე და შემდეგი დოკუმენტაცია: ა)  მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;  ბ) საბუთი, რომლითაც დასტურდება ფაქტი, რომ პირი არის მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; გ)  საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. კომისიის მიერ შემოსული დოკუმენტაციის განხილვის შედეგები ოქმის სახით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც ხელს აწერს მოსარგებლეთათვის თანხის გადარიცხვის დოკუმენტს. 4.      თანხის გადახდა ხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, გახსნილ საბანკო ანგარიშზე.