სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ და სს საგზაო კომპანია „თბილისის“ დირექტორის რეკომენდაციები 2017 წლის 20 იანვრის აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/12/2016
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია ,,თბილისის“აქციონერთა   საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2017 წლის 20 იანვარს 17.30 სთ-ზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია ,,თბილისის“ აქციონერთა მორიგი საერთო კრება შემდეგ

მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვევი №33.

 

საერთო კრების დღის წესრიგი:

- კომპანიის 2016 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის განხილვა;

- წესდებაში ცვლილებები, საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები.

საერთო კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2017 წლის 3 იანვარი . სააღრიცხვო დღის მდგომარეობით საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებლებთან: მარიამ ბლიაძე, ლუსია მირზოიანი, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში.(თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვ. #33. ტელ: 2 93 19 09)

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2017 წლის 3 იანვარს 9.00 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა ან პასპორტი), და წარმომადგენლობის შემთხვევაში - მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში - ქ. თბილისი, კოსტავას 1-ლი შესახვ. №33, ტელ: 2 931909.

 

სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“

დირექტორი                   მ. ძიძიგური

 

 

 

 

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია ,,თბილისის“ დირექტორის

რეკომენდაციები 2017 წლის 20 იანვრის აქციონერთა საერთო კრების

დღის წესრიგის საკითხებთან დაკავშირებით

 

მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქციონერთა საერთო კრებამ დეტალურად და დოკუმენტალურად განიხილოს 2016 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობა საანგაროშო პერიოდში საზოგადოების დირექტორის საქმიანობის შედეგებთან ერთად. ამასთან, აუცილებელია დაისახოს კომპანიის საქმიანობის გაგრძელების გეგმა მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობიდან გამოყვანის მიზნით.

ასევე მიზანშეწონილად მიგვაჩნია აქციონერთა საერთო კრებამ განიხილოს სს-ის წესდებაში ცვლილებები, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის საკითხი.

 

 სს საგზაო კომპანია ,,თბილისის“

დირექტორი:                    მ.ძიძიგური