„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 მაისის N923 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2139
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.018179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 18/12/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2139

2014 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 მაისის №923 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ საქართვე­ლოს მთავრობის 2014 წლის 23 მაისის #923 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძ­ღვნილი ღონისძიებების უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 16 მაისის №860 განკარგულების შესაბამისად და „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2014 წლის 19 მაისის №142 ბრძანებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს კულტუ­რისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვა­ლისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამო­ყოს 920 811 (ცხრაას ოცი ათას რვაას თერთმეტი) ლარი, მათ შორის:

ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო­სათვის - 726 845 (შვიდას ოცდაექვსი ათას რვაას ორმოცდახუთი) ლარი;

ბ) სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის - 193 966 (ას ოთხმოც­დაცა­მეტი ათას ცხრაას სამოცდაექვსი) ლარი.“.

პრემიერ-მინისტრი                                                 ირაკლი ღარიბაშვილი