საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება№952
2015 წლის 15 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ
„საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს - 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი;
გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი;
დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი;
ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.05.2015.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“?
- „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ მიღებულია 15.05.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №952. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00.003.019107.
- სად არის „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.05.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“, №952, 15.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.019107 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.05.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2851692/