პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი მომსახურებები:
ა) ანტენატალური მეთვალყურეობა (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 9.2-ში):
ა.ა) ანტენატალური მეთვალყურეობა;
ა.ბ) ანტენატალური სკრინინგი აივ-ინფექცია/შიდსზე, В და С ჰეპატიტებზე და სიფილისზე.
ბ) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა მკურნალობა:
ბ.ა) მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება;
ბ.ბ) მელოგინეთა სეფსისის მკურნალობა;
გ) გენეტიკური პათოლოგიების ადრეული გამოვლენა:
გ.ა) გენეტიკურ პათოლოგიებზე სკრინინგული გამოკვლევა სამმაგი ტესტსისტემით;
გ.ბ)სკრინინგით ვერიფიცირებული ორსულების ინვაზიური კვლევა (ამნიოცენტეზი) კარიოტიპირების მეთოდით;
დ) ორსულებში В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექცია/შიდსის და სიფილისის განსაზღვრისა და დედიდან შვილზე В ჰეპატიტის გადაცემის პრევენციის უზრუნველყოფა:
დ.ა) В და С ჰეპატიტების, აივ-ინფექციის/შიდსის და სიფილისის ტესტებით, სახარჯი მასალებით და HBsAg მტარებელი (დადებითი) დედებისგან დაბადებული ახალშობილების В ჰეპატიტის იმუნოგლობულინით უზრუნველყოფა;
დ.ბ) სკრინინგით გამოვლენილ ორსულებში კონფირმაციული კვლევის ჩატარება (აივ-ინფექცია/შიდსზე კონფირმაციული კვლევა ხორციელდება აივ-ინფექცია/შიდსის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. С ჰეპატიტის ჩაღრმავებული კვლევები კი ტარდება „С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის" მიმწოდებელ დაწესებულებებში, აღნიშნული პროგრამით განსაზღვრული პირობებით, პაციენტის მიმართვის საფუძველზე);
ე) ახალშობილთა და ბავშვთა სკრინინგი ჰიპოთირეოზზე, ფენილკეტონურიაზე, ჰიპერფენილალანინემიასა და მუკოვისციდოზზე (მომსახურების ჩამონათვალი მოცემულია დანართ 9.3-ში);
ვ) ახალშობილთა სმენის სკრინინგული გამოკვლევა, რაც გულისხმობს სმენის დარღვევის გამოვლენას ახალშობილებში სმენის პირველადი და მეორეული სკრინინგული გამოკვლევის გზით;
ზ) მედიკამენტებითა და საკვები დანამატებით უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს:
ზ.ა) ორსულთა უზრუნველყოფას ფოლიუმის მჟავით;
ზ.ბ) რკინადეფიციტური ანემიის მქონე ორსულთა უზრუნველყოფას რკინის პრეპარატებით;
ზ.გ) სამკურნალო საშუალებების (მათ შორის, საკვები დანამატის) ტრანსპორტირება, შენახვა და გაცემა (საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გაფორმების ხარჯები, მიღება, შენახვა, ტრანსპორტირება და ბენეფიციარებზე გაცემა სამედიცინო დაწესებულებების/აფთიაქების მეშვეობით);
ზ.დ) 6-23 თვის ასაკის ბავშვთა უზრუნველყოფა მიკროელემენტების შემცველი საკვები დანამატით „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული იმ ოჯახებისათვის, რომელთა საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არ აღემატება/ან ტოლია 100 000-ს.
თ) სიფილისით დაავადებული ორსულების სპეციფიკური მკურნალობ