1. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ანტენატალური დახმარების მოცულობის მიხედვით, შესრულებული ვიზიტის ღირებულების შესაბამისად. ერთი ორსულის მართვის ღირებულება განისაზღვრება 57,5 ლარის ოდენობით, შემდეგი სქემით:
ა) I ვიზიტი - 32 ლარი;
ბ) II ვიზიტი - 9 ლარი;
გ) III ვიზიტი - 9,5 ლარი;
დ) IV ვიზიტი - 7 ლარი.
2. ამ პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 9 ლარით.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება მოსარგებლეებისათვის, გარდა მე-9 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებით განსაზღვრულისა, ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის 75%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი 9.4-ის შესაბამისად.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ჯგუფდება კატეგორიებად და ფინანსდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს ნოზოლოგიური ჯგუფისათვის დადგენილი ღირებულებისა, დანართი 9.4-ის შესაბამისად.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად, წლიური ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 1/12-ისა.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა, დანართი 9.5-ის შესაბამისად.
7. პროგრამის მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
8. პროგრამის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში საკვლევი ნიმუშების (გარდა, C ჰეპატიტზე საკონფირმაციო მასალებისა) ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ცენტრი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე. ტრანსპორტირების მარშრუტებსა და სიხშირეს განსაზღვრავს ცენტრი.
9. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ორსულის სიფილისზე მკურნალობის ღირებულება მედიკამენტების ჩათვლით შეადგენს 30 ლარს, მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვი