ა) ამბულატორიული მომსახურება:
ა.ა) ფსიქიატრიული ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ოჯახის ექიმის/უბნის ექიმის ან ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულების მიმართვით გადაგზავნილი, აღრიცხვაზე აყვანილი და თვითდინებით მისული (დიაგნოზის დადასტურების შემდეგ) პაციენტების მომსახურებას დანართი 12.1-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად (პაციენტის ამბულატორიულ მეთვალყურეობაზე აყვანა ხდება პაციენტის სურვილის შემთხვევაში), მათ შორის:
ა.ა.ა) ექიმ-ფსიქიატრის მეთვალყურეობა;
ა.ა.ბ) ექიმ-ფსიქიატრის დანიშნულების მიხედვით სხვა სპეციალისტების კონსულტაცია. მათ შორის: „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკების (შემდგომში - ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკი) და ექიმ-სპეციალისტების (თერაპევტი, ნევროლოგი) კონსულტაცია;
ა.ა.გ) ექიმ-ფსიქიატრის ან ფსიქიატრიის დარგის სხვა მუშაკების ვიზიტი პაციენტთან ბინაზე იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება პაციენტის მისვლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, გარდა ამავე მუხლის ,,ა“ პუნქტის ,,ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა;
ა.ა.დ) ექიმ-ფსიქიატრის მიერ დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფა;
ა.ბ) ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს სტანდარტების შესაბამისად („ტექნიკური რეგლამენტის - ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №68 დადგენილება) ღონისძიებათა გატარებას, რომელთა შედეგად პაციენტმა უნდა შეძლოს დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის საჭირო ბაზისურ უნარ-ჩვევათა აღდგენა/შესწავლა, მათ შორის:
ა.ბ.ა) პაციენტის საჭიროებების განსაზღვრა, ინდივიდუალური და სპეციფიკური რეაბილიტაციური გეგმის შედგენა;
ა.გ) ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს 18 წლამდე ასაკის პაციენტების მომსახურებას დღის სტაციონარის პირობებში დანართი 12.2-ით განსაზღვრული ნოზოლოგიების შესაბამისად, მათ შორის:
ა.გ.ა) ნეიროგანვითარებითი და ფსიქიატრიული გუნდის მომსახურება;
ა.გ.ბ) მედიკამენტებით უზრუნველყოფა (დიაგნოსტიკის პერიოდში) ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
ა.გ.გ)კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევები ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
ა.გ.დ) სხვა ექიმ-სპეციალისტების კონსულტაციები ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
ა.დ) ფსიქიატრიული კრიზისული ხანმოკლე (8 კვირამდე) ინტერვენცია მოზრდილთათვის (16-65 წწ), სპეციალიზებული კრიზისული ინტერვენციის მულტიდისციპლინური გუნდის (გუნდის შემადგენლობა: გუნდის ხელმძღვანელი, ყოველ 20 შემთხვევაზე ერთი ფსიქიატრი, ერთი ფსიქოლოგი და ერთი ექთანი; სოციალურ საკითხებზე მომუშავე სპეციალისტი და ადმინისტრატორი) მიერ, დანართი 12.3-ის შესაბამისად, ქ. თბილისის, ქ. ქუთაისის, ქ. ბათუმისა და ქ. რუსთავის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, რაც მოიცავს:
ა.დ.ა) დღის სტაციონარში გადაუდებელ და გეგმურ ამბულატორიულ კონსულტაციებს, პაციენტთა ფსიქიატრიულ შეფასებას და მედიკამენტოზურ მკურნალობას; საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციებს და კლინიკო-ლაბორატორიულ მონიტორინგს; ინდივიდუალურ, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქო-თერაპიულ მომსახურებას, სატელეფონო კონსულტაციას, რომელიც ბენეფიციარებისათვის ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში;
ა.დ.ბ) კრიზისული მობილური გუნდის მიერ კრიზისული ინტერვენციის განხორციელებას პაციენტის საცხოვრებელ ადგილზე და, საჭიროების შემთხვევაში, მის გადაყვანას კრიზისული ინტერვენციის ცენტრში ან მიმართვას სხვა სათანადო ფსიქოსოციალური/ფსიქიატრიული მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში;
ა.დ.გ) დამატებით მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს, კრიზისული ინტერვენციის ცენტრში, ბენეფიციარების კვებით უზრუნველყოფას 3 საათზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში;
ა.ე) თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის მომსახურება მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებისთვის, რომლებიც ხშირად ან ხანგრძლივი დროით თავსდებიან სტაციონარში, ხოლო სტაციონარიდან გაწერის შემდეგ არ აკითხავენ ამბულატორიულ დაწესებულებას, წყვეტენ მკურნალობას, რაც ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკის გაუარესებას იწვევს. აღნიშნულ მომსახურებას ახორციელებს მულტიდისციპლინური მობილური გუნდი და მოიცავს:
ა.ე.ა) მდგომარეობის ინდივიდუალური მართვის გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას;
ა.ე.ბ) შინ მომსახურებას, რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სატელეფონო კონსულტაციას;
ა.ე.გ) მობილური გუნდის ექიმი ფსიქიატრის დანიშნული მედიკამენტებით უზრუნველყოფას;
ა.ე.დ) პაციენტის სოციალური უნარ-ჩვევების ტრენინგს, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად სოციალური პრობლემების მოგვარებაში დახმარებას;
ა.ე.ე) პაციენტის და პაციენტის ოჯახის წევრების ელემენტარულ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ფსიქოგანათლებას;
ა.ე.ვ) ფსიქიატრიულ საავადმყოფოში სტაციონირების კრიტერიუმების შემთხვევაში პაციენტის სტაციონირების ორგანიზებას;
ა.ე.ზ) 8 საათის მანძილზე სერვისის ხელმისაწვდომობას.
ბ) სტაციონარული მომსახურება:
ბ.ა) ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება მოიცავს:
ბ.ა.ა) მწვავე შემთხვევების სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს მწვავე ფსიქოზური სიმპტომებით მიმდინარე მდგომარეობების კუპირებას ან ისეთი ქცევითი ან აფექტური სიმპტომების მკურნალობას, რომელთა გამოც საფრთხე ექმნება პაციენტის ან გარშემომყოფთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას;
ბ.ა.ბ) გრძელვადიან სტაციონარულ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ქრონიკული ფსიქიკური აშლილობის მქონე იმ პირთა მკურნალობას სტაციონარის პირობებში, რომელთაც აღენიშნებათ ფსიქოსოციალური ფუნქციონირების უხეში დარღვევები და/ან გახანგრძლივებული ფსიქოზური სიმპტომატიკა (მათ შორის, მწვავე შემთხვევების სტაციონარული დახმარების შემდგომი მკურნალობის გაგრძელება);
ბ.ა.გ) იმ პაციენტების მკურნალობითა და დამატებითი მომსახურებით (დაცვა და უსაფრთხოება) უზრუნველყოფას, რომელთა მიმართაც არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით, პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ;
ბ.ა.დ) დამატებით მომსახურებას:
(1) იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას;
(2) ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას გრძელვადიანი სტაციონარული მკურნალობის დროს;
ბ.ბ) ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფა, რომელიც მოიცავს:
ბ.ბ.ა) თანდაყოლილი და შეძენილი ფსიქიკური დაავადებებით გამოწვეული დემენციის მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის შშმ პირების მომსახურებას;
ბ.ბ.ბ) 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 2016 წლის პროგრამით გათვალისწინებული ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა ინსტიტუციური პატრონაჟის კომპონენტით მოსარგებლე პირების მომსახურებას;
ბ.ბ.გ) ამავე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.ა“ ქვეპუნქტით გაუთვალისწინებელი ფსიქიკური დარღვევების მქონე პირების მომსახურებას, რომლებიც საჭიროებენ „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიღებას და რომელთა ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ არსებობს რეგიონული საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ბ.ბ.დ) დამატებითი მომსახურება:
(1) ყოველდღიური მომსახურება მინიმუმ სამჯერადი კვებით, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი;
(2) ბენეფიციართა მოვლა-პატრონობისა და ინდივიდუალური რეაბილიტაციის პროგრამების შედგენა და განხორციელება;
(3) საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების სწავლება;
(4) სათანადო სამედიცინო დახმარებითა და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფა;
(5) ბენეფიციართა შესაძლებლობის გათვალისწინებით, მათი კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეობის უზრუნველყოფა, მათ შორის, სპეციალიზებული დაწესებულების გარეთაც;
ბ.ბ.ე) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად ფსიქიკური დარღვევების მქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი განცხადებით მიმართავს სააგენტოს, რომელსაც თან უნდა ერთოდეს:
(1) პირის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის/ბინადრობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
(2) პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა №IV-100/ა);
(3) პირის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი;
(4) პირის ერთი ფოტოსურათი (3X4);
(5) თუ განმცხადებელი პირის კანონიერი წარმომადგენელია, განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი (მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და მისი ასლი;
(6) პირის კანონიერი წარმომადგენლობის დამადასტურებელი საბუთი, თუ განმცხადებელი მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელია;
ბ.ბ.ვ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირის ქვეპროგრამაში ჩართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას სააგენტო უზრუნველყოფს განცხადებით მიმართვიდან 1 თვის ვადაში. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო აცნობებს განმცხადებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;
ბ.ბ.ზ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ერთდროულად მოსარგებლე პირთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 პირ