1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება სახელმწიფოს მიერ ანაზღაურდება სრულად.
2. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“, „ა.ბ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი - 12.4 -ის შესაბამისად.
3. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს განსაზღვრული ბიუჯეტისა.
4. პროგრამის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, დანართი - 12.4-ის შესაბამისად. თითოეულ მობილურ გუნდზე თვის ლიმიტი შეადგენს 6 450 ლარს.
5. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, მაგრამ არაუმეტეს დანართი 12.5-ით განსაზღვრული ბიუჯეტისა, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
ა) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივად გატარებული საწოლდღეების მიხედვით, არაუმეტეს ერთი შემთხვევის ღირებულებისა, რომელიც შეადგენს 690 ლარს თვეში (საწოლზე დატვირთვის მაჩვენებელი თვეში არ უნდა აღემატებოდეს 2-ს, საწოლდღის ფასი 46 ლარი);
ბ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით (საწოლდღის ფასი შეადგენს 19 ლარს);
გ) პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამატებითი მომსახურების (დაცვა და უსაფრთხოება) ანაზღაურება ხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით დანართი 12.5-ის შესაბამისად.
6. პროგრამის მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების სადღეღამისო ხარჯი ერთ ბენეფიციარზე არ უნდა აღემატებოდეს 15 ლარ