აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2016 წლის ანგარიში
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ანგარიში
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს საქართველოში ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში - 2016 წელი
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში სულ 3 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ყველა მოთხოვნაზე აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მიერ პასუხი გაეცა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს გააჩნია მონაცემთა ბაზები, რომლებიც შეიცავენ თანამშრომელთა პერსონალურ მონაცემებს და მათზე წვდომა გააჩნიათ უწყების შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს მათი კომპეტენციის ფარგლებში. ამასთან, საანგარიშო პერიოდში საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოსს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება
-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსი გოგი მანია