სს “სადაზღვევო კომპანია კოპენბური“–ს საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის
ბრძანება №05/2-ლ
2016 წლის 29 დეკემბერი
ქ. თბილისი
სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის“ საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სიცოცხლის დაზღვევის და დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიებში ცვლილების შეტანის შესახებ
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტების, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-15 პუნქტისა და 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 02 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების, ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, სს „თიბისი დაზღვევის“ 2016 წლის 27 დეკემბრის № K/16-1100 მომართვის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 405042804) საფირმო სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით
1.1 სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2014 წლის 14 ივლისის №05/2-ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „თიბისი დაზღვევაზე“ დაზღვევის (არა სიცოცხლისა) ლიცენზიის გაცემის თაობაზე“;
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „სს სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „თიბისი დაზღვევა“.
1.2. სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის1 დეკემბრის №05/1-ლ ბრძანებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„სს „თიბისი დაზღვევაზე“ სიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“
ბ) ბრძანების ტექსტში სიტყვები „სს „სადაზღვევო კომპანია კოპენბური“ შეიცვალოს სიტყვებით „სს „თიბისი დაზღვევა“.
2. სს „თიბისი დაზღვევა“-ზე (საიდენტიფიკაციო კოდი: 405042804) გაიცეს სალიცენზიო მოწმობები შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით, დადგენილი წესით.
3. წინამდებარე ბრძანება 10 დღის ვადაში გამოქვეყნდეს საქართველოს ოფიციალურ ბეჭდვით ორგანო – „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
4. წინამდებარე ბრძანებით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ მონაცემები შეტანილ იქნეს მზღვეველთა უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში.
5. წინამდებარე ბრძანების გასაჩივრება შეიძლება ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6) მხარისათვის მისი გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
6. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
სამსახურის უფროსი იოსებ გოგოლაშვილი