1. სამსახურის უფროსს ჰყავს  მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;

2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია  სამსახურის უფროსის წინაშე;

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს მათზე დაწერილ დოკუმენტაციაზე;

დ) პასუხისმგებელია მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზე;

ე) ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში;

ვ) სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს მოადგილე, რაც განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ზ) ყოველკვარტალურად სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

თ) ახორციელებს სამინისტროს სისტემის საქმიანობაში არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასებას;

ი) სამინისტროს ფუნქციონერების და მართვის  პროცედურების     მწარმოებლურობის, ეფექტურობის და ეკონომიურობის გაზდის მიზნით  შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

კ) სამსახურის უფროსს წარუდგენს  ყოველკვარტალურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

ლ) ასრულებს სამსახურის უფროსის ან მინისტრის კანონშესაბამის დავალებებს, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებ