1.  სამსახურის საჯარო მოსამსახურე/შიდა აუდიტორი:

ა) სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, შრომითი ხელშეკრულებით, სამსახურის უფროსის დავალებით და სამუშაო აღწერილობით განსაზღვრულ ფუნქციებს.

ბ) ასრულებს სამსახურის უფროსის და სამსახურის უფროსის მოადგილის  მითითებებსა და დავალებებს სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში;

გ) პასუხისმგებელია მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე;

დ) პასუხისმგებელია მასზე განაწილებული დოკუმენტაციის დაცვა-შენახვაზე;

ე) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ვ) ახდენს ჩატარებული შიდა აუდიტის  შედეგების წინასწარ განხილვას;

ზ) სამსახურის მოსამსახურე/შიდა აუდიტორი კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე;

თ) იხილავს სამსახურში შემოსულ დოკუმენტაციას და ინფორმაციას, მონაწილეობს მათ განხილვაში;

ი) აკონტროლებს შიდა აუდიტის მიმდინარეობას და სამსახურის უფროსს მოახსენებს შედეგების შესახებ;

კ) ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.

2. სამსახურის მოსამსახურე/შიდა აუდიტორს უფლება არა აქვს, დაწესებულებაში შეასრულოს სხვა ფუნქციები, გარდა ამ დებულებით, „სახელწმიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ კანონით და მისგან გამომდინარე სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების