ა)  ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის  საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებული სამსახურის მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;

გ) ზედამხედველობს  სამსახურის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებას;

დ) ხელს აწერს ან ვიზას ადებს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) ანგარიშვალდებულია სამსახურის მუშაობისათვის;

ვ) წარმოადგენს სამსახურს თავისი მოვალეობების შესრულებისას და სამსახურის სახელით წარუდგენს დასკვნებს  მინისტრს;

ზ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

თ) შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის ამოცანათა შესასრულებლად;

ი) შუამდგომლობს სამსახურის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ;

კ) უზრუნველყოფს მასობრივ-სპორტული ღონისძიებების, ახალგაზრდული სასწავლო -შემეცნებითი პროგრამების და პროექტების ორგანიზება-მართვას;

ლ) ახორციელებს ბავშვთა და მოზარდთა სპორტული აღზრდის პროცესის მართვას და  კონტროლს;

მ) ინოვაციური პროგრამების განხორციელებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვის მიზნით უზრუნველყოფს პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას სახელმწიფო, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ნ) ხელს უწყობს ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამებს;

ო) ორგანიზებას უწევს და წარმართავს საბავშვო, ახალგაზრდულ და სპორტულ ღონისძიებებს;

პ) უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონებში განსახლებულ დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების ორგანიზებასა და მართვას;

ჟ) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის ცალკეულ დავალებებს.

2. სამსახურის უფროსის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულების შეუძლებლობის  შემთხვევებში,  მის მოვალეობას ასრულებს სამსახურის  უფროსის მოადგილ