2. სამსახურის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია კურატორი მინისტრის მოადგილისა  და სამსახურის უფროსის წინაშე.

3. სამსახურის უფროსის მოადგილე თავისი კომპეტენციის ფარგლებში:

ა) ხელს უწყობს სამსახურის უფროსს, მასზე დაკისრებულ უფლება-მოვალეობათა განხორციელების დაგეგმვა-კოორდინაციასა და ორგანიზებაში;

ბ) ზედამხედველობს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი  მოვალეობების  შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;

გ)  იღებს  გადაწყვეტილებებს  მასზე  დაწერილ  დოკუმენტაციაზე  ან/და  ანაწილებს  მათ   სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

დ) ზედამხედველობას უწევს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პროგრამებისა და პროექტების შესრულებას;

ე) ახორციელებს სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდურ ხელშეწყობას და კოორდინირებას უწევს სპორტის ეროვნულ სახეობათა განვითარებას;

ვ) კოორდინირებას უწევს აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას;

ზ) ხელს უწყობს საქართველოს რეგიონებში განსახლებულ აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებსა და ახალგაზრდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას;

თ) კოორდინირებას უწევს აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამების განხორციელებას;

ი) მონაწილეობს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში პროგრამებისა და პროექტების კოორდინაციის უზრუნველყოფაში;

კ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას;

ლ) ხელს უწყობს ეროვნულ სახეობათა განვითარებას და სპორტის სფეროში კვალიფიკაციის ამაღლებას;

მ) წარმართავს ურთიერთობას აფხაზეთის სპორტულ ასოციაციებთან, კავშირებთან, სპორტულ საზოგადოებებთან, ნაკრებ გუნდებთან, ფედერაციებთან, სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და აქტივობების გაღრმავემის მიზნით;

ნ) უზრუნველყოფს აფხაზეთის განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერას, ამ მიზნით პროგრამების შემუშავებას და შესაბამის უწყებებთან ერთად მათი განხორციელებას;

ო) ახორციელებს აფხაზეთის ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა დახმარების პროგრამებს;

პ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის მითითებებსა და დავალებებს;

ჟ) პასუხისმგებელია მის მიერ მიღებული და მომზადებული გადაწყვეტილებების კანონიერებაზ