შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ

მიღების თარიღი 19.06.2014
ძალაში შესვლა 01.04.2015
გამომცემი ორგანო საქართველოსთვის
ნომერი №56-121
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016443
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/01/2017
matsne.gov.ge 1,952 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.06.2014 მიღება
01.04.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
საქართველოსთვის სომხეთის რესპუბლიკისთვის
განსაკუთრებული მნიშვნელობის (GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS) Հատուկ կարևորության (HATUK KAREVORUTYAN)
სრულიად საიდუმლო (SRULIAD SAIDUMLO) Հույժ գաղտնի (HUYZH GAGHTNI)
საიდუმლო (SAIDUMLO) Գաղտնի (GAGHTNI)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს მთავრობასა და კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 98% 17.04.2019 საქართველოს მთავრობასა და რუმინეთის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 14.03.2014 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და იტალიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 97% 17.10.2018 საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 96% 16.12.2017 შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და მოლდოვას რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 05.10.2018

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ საქართველოს მთავრობა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდეგში წოდებულნი როგორც „მხარეები“); აღიარებენ რა პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი, თავდაცვითი, სამართალდაცვითი, სამეცნიერო და ტექნოლოგიური ან ნებისმიერი სხვა თანამშრომლობის ფარგლებში ორმხრივად გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების, აგრეთვე ასეთი თანამშრომლობის პროცესში წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის წესების განსაზღვრის საჭიროებას; განზრახული აქვთ რა, უზრუნველყონ მხარეების სახელმწიფოების მიერ ერთმანეთისთვის გადაცემული საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვა; სურთ რა, მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად შექმნან მხარეების სახელმწიფოებს შორის გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვის წესების ერთობლიობა; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 მიზანი და საგანი 1. წინამდებარე შეთანხმების მიზანს წარმოადგენს მხარეების სახელმწიფოებს შორის ჩვეულებრივ შექმნილი და გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა.  2. მხარეები თანხმდებიან, განახორციელონ საიდუმლო ინფორმაციის ორმხრივად დაცვა წინამდებარე შეთანხმების, მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და აგრეთვე საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად. მუხლი 2🔗 განმარტებები წინამდებარე შეთანხმების მიზნისთვის: a) „საიდუმლო კონტრაქტი“ ნიშნავს ორ ან მეტ კონტრაქტორს შორის დადებულ შეთანხმებას, რომელიც მოიცავს ან შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას; b) „საიდუმლო ინფორმაცია“ ნიშნავს საქართველოსთვის სახელმწიფო საიდუმლოების და სომხეთის რესპუბლიკისთვის სახელმწიფო და სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას ან მატერიალურ საგანს, რომელიც მისი ფორმის ან შინაარსის მიუხედავად მოითხოვს დაცვას უნებართვო მოპყრობისგან და რომელიც დასაიდუმლოებულია მხარეების სახელმწიფოთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; c) „კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანო“ ნიშნავს ეროვნული უსაფრთხოების ორგანოს, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე შეთანხმების განხორციელებასა და ზედამხედველობაზე; d) „კონტრაქტორი“ ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც უფლებამოსილია დადოს საიდუმლო კონტრაქტები; е) „ქვეკონტრაქტორი“ ნიშნავს კონტრაქტორის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც უფლებამოსილია დადოს საიდუმლო კონტრაქტები; f) „საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება“ ნიშნავს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ იურიდიულ პირს მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია საიდუმლო ინფორმაციის შექმნისა და მასთან მოპყრობის უფლებამოსილება; g) „ინფორმაციის გაცნობის საჭიროების“ პრინციპი ნიშნავს საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის საჭიროებას კონკრეტული სამსახურებრივი მოვალეობების ფარგლებში; h) „მიმწოდებელი მხარე“ ნიშნავს მხარის სახელმწიფოს, რომელიც გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას მეორე მხარის სახელმწიფოს; i) „საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება“ ნიშნავს მხარეების უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებას, რომელიც ადასტურებს, რომ ფიზიკურ პირს მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნია საიდუმლო ინფორმაციის გაცნობის შესაძლებლობა; j) „მიმღები მხარე“ ნიშნავს მხარის სახელმწიფოს, რომელსაც მეორე მხარის სახელმწიფო გადასცემს საიდუმლო ინფორმაციას; k) „მესამე მხარე“ ნიშნავს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, მის იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც არ არის წინამდებარე შეთანხმების მხარე.  მუხლი 3🔗 საიდუმლოობის ხარისხები 1. მხარეები თანხმდებიან, რომ ქვემოთ მოცემული საიდუმლოობის ხარისხები ეკვივალენტურია და შეესაბამება მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლოობის ხარისხებს. საქართველოსთვის სომხეთის რესპუბლიკისთვის ეკვივალენტი ინგლისურ ენაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის (GANSAKUTREBULI MNISHVNELOBIS) Հատուկ կարևորության (HATUK KAREVORUTYAN) TOP SECRET სრულიად საიდუმლო (SRULIAD SAIDUMLO) Հույժ գաղտնի (HUYZH GAGHTNI) SECRET საიდუმლო (SAIDUMLO) Գաղտնի (GAGHTNI) CONFIDENTIAL შეზღუდული სარგებლობისთვის (SHEZGHUDULI SARGEBLOBISTVIS) RESTRICTED 2. საიდუმლო ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში გააჩნია RESTRICTED (შეზღუდული  სარგებლობისთვის) საიდუმლოების გრიფი, სომხეთის რესპუბლიკაში უნდა იქნეს მოპყრობილი, როგორც CONFIDENTIAL (Գաղտնի) საიდუმლოების გრიფის მქონე საიდუმლო ინფორმაცია. მუხლი 4🔗 კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები 1. მხარეების კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები არიან: საქართველოსთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გ. გულუას ქ. 10, თბილისი, საქართველო სომხეთის რესპუბლიკისთვის: სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური; ნალბანდიანის ქ. 104, ერევანი, სომხეთის რესპუბლიკა 2. მხარეების სახელმწიფოებმა დიპლომატიური არხების მეშვეობით უნდა აცნობონ ერთმანეთს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ. 3. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებული მათი სახელმწიფოების შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესახებ და უნდა გაცვალონ ინფორმაცია საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების კრიტერიუმებზე, პროცედურებსა და პრაქტიკაზე. მუხლი 5🔗 საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ზომები და მასთან მოპყრობის ნებართვა 1. მხარეების სახელმწიფოებმა მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაცვლილი და წარმოშობილი საიდუმლო ინფორმაციის დასაცავად. ასეთ საიდუმლო ინფორმაციას უნდა მიენიჭოს დაცვის ისეთივე დონე, როგორიც გათვალისწინებულია წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე ეროვნული საიდუმლო ინფორმაციისთვის. 2. მიმწოდებელმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს მიმღებ მხარეს გაცვლილი საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ნებისმიერი ცვლილების შესახებ.  3. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება ინფორმაციის გაცნობის საჭიროების პრინციპის შესაბამისად უნდა შემოიფარგლოს იმ პირებით, რომლებსაც მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად გააჩნიათ ეკვივალენტური საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის ნებართვა. 4. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, თითოეულმა მხარემ უნდა ცნოს მეორე მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალური დაშვება და საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვება. საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვება უნდა იყოს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლით გათვალისწინებული საიდუმლოობის ხარისხის ეკვივალენტური.  5. მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოები მხარეების სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა დაეხმარონ ერთმანეთს წინამდებარე შეთანხმების დებულებების საფუძველზე შემოწმების პროცედურების განხორციელებაში. 6. წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციასთან ინდივიდუალურ დაშვებასთან ან/და საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის დაშვებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილების შესახებ, კერძოდ, მათი გაუქმების და მათი ხარისხის დადაბლების შესახებ. 7. მიმღები მხარე ვალდებულია: a) არ მიაწოდოს გაცვლილი საიდუმლო ინფორმაცია არცერთ მესამე მხარეს; b) მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას მიანიჭოს საიდუმლოების გრიფი წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად; c) გამოიყენოს საიდუმლო ინფორმაცია მხოლოდ იმ მიზნებისთვის, რისთვისაც ის იქნა მიწოდებული. მუხლი 6🔗 საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა 1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა გადაიცეს დიპლომატიური არხებით, კურიერის მეშვეობით ან კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის შეთანხმებული სხვა საშუალებებით. მიმღებმა მხარემ დიპლომატიური არხებით, კურიერის მეშვეობით ან კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოებს შორის შეთანხმებული სხვა საშუალებებით წერილობით უნდა დაადასტუროს საიდუმლო ინფორმაციის მიღება. 2. საიდუმლო ინფორმაციის ელექტრონული გადაცემა უნდა განხორციელდეს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების მიერ შეთანხმებული კრიპტოგრაფიული საშუალებებით. მუხლი 7🔗 საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა 1. საიდუმლო ინფორმაციის გამრავლება და თარგმნა უნდა განხორციელდეს მიმღები მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობისა და შემდეგი პროცედურების შესაბამისად: a) ფიზიკური პირები უნდა ფლობდნენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალურ დაშვებას მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად; b) საიდუმლო ინფორმაციის თარგმანსა და ასლებს უნდა მიენიჭოს ისეთივე საიდუმლოების გრიფი და უნდა იქნეს ისევე შენახული, როგორც საიდუმლო ინფორმაციის დედანი; c) თარგმანებისა და ასლების რაოდენობა უნდა შეიზღუდოს ოფიციალური გამოყენებისთვის საჭირო მინიმალურ რაოდენობამდე; d) თარგმანები უნდა ატარებდეს აღნიშვნას თარგმანის ენაზე, რომელიც მიუთითებს, რომ იგი შეიცავს მიმწოდებელი მხარისგან მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას. 2. თარგმანისა და ასლების რაოდენობა შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მიმწოდებელი მხარის მიერ. 3. „სრულიად საიდუმლო/Հույժ գաղտնի/SECRET“ საიდუმლოების გრიფის მქონე ინფორმაცია უნდა ითარგმნოს ან გამრავლდეს მხოლოდ მიმწოდებელი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში. 4. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/Հատուկ կարևորության/TOP SECRET“ საიდუმლოების გრიფის მქონე ინფორმაცია არ უნდა ითარგმნოს ან გამრავლდეს მიმღები მხარის მიერ. მუხლი 8🔗 საიდუმლო ინფორმაციის განადგურება 1. საიდუმლო ინფორმაცია უნდა განადგურდეს ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი ნაწილობრივი ან სრული აღდგენა. 2. საიდუმლო ინფორმაციის განადგურებამდე მიმღებმა მხარემ წერილობით უნდა აცნობოს ამის შესახებ მიმწოდებელ მხარეს და უნდა გაანადგუროს ის მისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. „განსაკუთრებული მნიშვნელობის/Հատուկ կարևորության/ TOP SECRET" საიდუმლოების გრიფის მქონე ინფორმაცია არ უნდა განადგურდეს, გარდა წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ის უნდა დაუბრუნდეს მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს. 4. საიდუმლო ინფორმაციის განადგურებასთან დაკავშირებით უნდა მომზადდეს ანგარიში და მისი ინგლისურენოვანი თარგმანი უნდა გადაეცეს მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს. 5. კრიზისული სიტუაციების არსებობის შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინამდებარე შეთანხმების ფარგლებში გადაცემული ან შექმნილი საიდუმლო ინფორმაციის დაცვა ან დაბრუნება, საიდუმლო ინფორმაცია დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს. მიმღებმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ მიმწოდებელ მხარეს. მუხლი 9🔗 საიდუმლო კონტრაქტები 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფომ, რომელსაც სურს დადოს საიდუმლო კონტრაქტი მეორე მხარის სახელმწიფოს კონტრაქტორთან, ან რომელსაც სურს მიანიჭოს მის ერთ-ერთ კონტრაქტორს მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე საიდუმლო კონტრაქტის დადების უფლებამოსილება, კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს მეშვეობით უნდა მოიპოვოს მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წინასწარი წერილობითი დასტური იმის თაობაზე, რომ სავარაუდო კონტრაქტორი ფლობს საიდუმლო ინფორმაციასთან იურიდიული პირის სათანადო დაშვებას. 2. წინამდებარე შეთანხმების თანახმად, თითოეული საიდუმლო კონტრაქტი უნდა შეიცავდეს შემდეგს: a) კონტრაქტორის ვალდებულება, უზრუნველყოს ამ უკანასკნელის ობიექტებში შესაბამისი საიდუმლოობის ხარისხის მქონე საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის აუცილებელი პირობების არსებობა;  b) კონტრაქტორის ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ პირებს, რომლებიც ახორციელებენ საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობისთვის საჭირო მოვალეობებს,  მინიჭებული ჰქონდეთ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალური დაშვება; c) კონტრაქტორის ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ საიდუმლო ინფორმაციასთან დაშვების მქონე ყველა პირი მათი შესაბამისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არის ინფორმირებული საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულების შესახებ; d) კონტრაქტორის ვალდებულება, განახორციელოს მისი ობიექტების უსაფრთხოების რეგულარული კონტროლი; e) საიდუმლო ინფორმაციის ნუსხა და იმ სფეროების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება შეიქმნას საიდუმლო ინფორმაცია; f) საიდუმლო ინფორმაციის საიდუმლოობის ხარისხის ცვლილების შესახებ შეტყობინების პროცედურა; g) საიდუმლო ინფორმაციის გადაცემის საშუალებები და პროცედურები; h) შესაბამისი უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვაზე, რომელსაც ეხება საიდუმლო კონტრაქტი; i) კონტრაქტორის ვალდებულება, გადასცეს საიდუმლო კონტრაქტის ასლი მის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს; j) კონტრაქტორის ვალდებულება, შეატყობინოს თავის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს საიდუმლო ინფორმაციის ნებისმიერი ფაქტობრივი ან სავარაუდო დაკარგვის, გაჟონვის ან გამჟღავნების და მისი უნებართვო გაცნობის შესახებ; k) ქვეკონტრაქტორის ვალდებულება, მიიღოს ისეთივე უსაფრთხოების ზომები, როგორიც გათვალისწინებულია კონტრაქტორისთვის ვალდებულების სახით. 3. ერთი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ კონტრაქტორსა და მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე განთავსებულ კონტრაქტორს შორის წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში, რომლის მიზანიც არის საიდუმლო კონტრაქტების ხელმოწერა, კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მეორე მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს უნდა აცნობოს წინასაკონტრაქტო მოლაპარაკებების საიდუმლოობის ხარისხის შესახებ.   4. შესაბამისი კონტროლისა და ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, საიდუმლო კონტრაქტის ასლი უნდა გადაეცეს იმ მხარის სახელმწიფოს კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს, სადაც უნდა შესრულდეს სამუშაო. 5. კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოების წარმომადგენლებს შეუძლიათ განახორციელონ ვიზიტი მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რათა შეაფასონ კონტრაქტორის მიერ იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვისთვის მიღებული ზომების ეფექტურობა, რომელსაც ეხება საიდუმლო კონტრაქტი. ვიზიტის შესახებ შეტყობინება წარდგენილი უნდა იქნეს ვიზიტამდე სულ მცირე ოცი დღით ადრე. 6. მიმღები მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს წერილობითი თანხმობით, კონტრაქტორს აქვს უფლება დაიქირავოს ქვეკონტრაქტორი. მუხლი 10🔗 ვიზიტები 1. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოში ვიზიტების განხორციელების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის შესაძლებლობასთან, ვიზიტის განმახორციელებელმა პირებმა უნდა მოიპოვონ მასპინძელი სახელმწიფოს კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს შესაბამისი წერილობითი თანხმობა. 2. ერთ-ერთი მხარის სახელმწიფოს მოქალაქეები ნებადართულნი იქნებიან, საიდუმლო ინფორმაციასთან მოპყრობის შესაძლებლობით ვიზიტად ეწვიონ მეორე მხარის სახელმწიფოს, თუ ისინი ფლობენ საიდუმლო ინფორმაციასთან სათანადო ინდივიდუალურ დაშვებას და თუ მათი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად არიან უფლებამოსილნი გაეცნონ ან მოეპყრონ საიდუმლო ინფორმაციას. 3. ერთ-ერთი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მეორე მხარის კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოსგან ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა მიიღოს ვიზიტამდე სულ მცირე ოცდაათი დღით ადრე. 4. გადაუდებელ შემთხვევებში, ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა იქნეს წარდგენილი ვიზიტამდე სულ მცირე შვიდი დღით ადრე. 5. ვიზიტის შესახებ მოთხოვნა უნდა შეიცავდეს: a) ვიზიტორის სახელსა და გვარს, დაბადების თარიღსა და ადგილს, მოქალაქეობას, პასპორტის ან პირადობის მოწმობის ნომერს; b) იმ იურიდიული პირის დასახელებას, რომელსაც წარმოადგენს ვიზიტორი; c) იმ იურიდიული პირის დასახელებასა და მისამართს, სადაც უნდა განხორციელდეს ვიზიტი; d) ვიზიტორის საიდუმლო ინფორმაციასთან მოქმედ ინდივიდუალურ დაშვებას; e) ვიზიტის მიზანსა და საგანს; f) ვიზიტის დაგეგმილ თარიღსა და ხანგრძლივობას. რეგულარული ვიზიტების შემთხვევაში, უნდა იქნეს მითითებული ვიზიტის მთლიანი პერიოდი; g) კომპეტენტური უსაფრთხოების ორგანოს ოფიციალურ რეკვიზიტებსა და თარიღს. 6. ვიზიტის დამტკიცების შემთხვევაში, მასპინძელი სახელმწიფოს კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მოსანახულებელი იურიდიული პირის უფლებამოსილ თანამშრომლებს უნდა წარუდგინოს მოთხოვნის ასლი. 7. მხარეების სახელმწიფოებს შეუძლიათ მოამზადონ იმ პირთა სია, რომლებიც უფლებამოსილნი არიან განახორციელონ რეგულარული ვიზიტები. მუხლი 11🔗 უსაფრთხოების დარღვევა 1. უსაფრთხოების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც წარმოადგენს ფაქტობრივ ან სავარაუდო საფრთხეს მეორე მხარის სახელმწიფოსგან წარმოშობილი ან მიღებული საიდუმლო ინფორმაციისთვის, იმ მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ, სადაც მოხდა უსაფრთხოების დარღვევა ან საფრთხე შეექმნა უსაფრთხოებას, თავისი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, ამის შესახებ უნდა აცნობოს მეორე მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს და დაიწყოს შესაბამისი გამოძიება. 2 მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ ხელი უნდა შეუწყოს წინამდებარე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ გამოძიებას. 3. მიმღები მხარის კომპეტენტურმა უსაფრთხოების ორგანომ მიმწოდებელი მხარის კომპეტენტურ უსაფრთხოების ორგანოს უნდა აცნობოს გამოძიების შედეგების შესახებ და უნდა გაუგზავნოს მას საბოლოო ანგარიში ზიანის მოცულობისა და მიზეზების შესახებ. მუხლი 12🔗 ხარჯები მხარეებმა წინამდებარე შეთანხმების დებულებებით გათვალისწინებული ნებისმიერი საქმიანობა უნდა განახორციელონ მათი სახელმწიფოების მიერ გაღებული ხარჯებით, თუ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. მუხლი 13🔗 დავების გადაწყვეტა წინამდებარე შეთანხმების განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეებს შორის მოლაპარაკებების ან/და კონსულტაციების გზით და იგი გადასაწყვეტად არ უნდა გადაეცეს არცერთ მესამე მხარეს, საერთაშორისო სასამართლოს, არბიტრაჟს ან ტრიბუნალს. მუხლი 14🔗 ცვლილებები და დამატებები მხარეების წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წინამდებარე შეთანხმებაში ნებისმიერ დროს შეიძლება იქნეს შეტანილი ცვლილებები და დამატებები. ისინი გაფორმდება ცალკე ოქმის სახით, რომელიც შეადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს, და ძალაში შევა მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. მუხლი 15🔗 დასკვნითი დებულებები 1. წინამდებარე შეთანხმება იდება განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლისთვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ მხარეების მიერ დიპლომატიური არხების მეშვეობით უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღებიდან მეორე თვის პირველ დღეს. 2. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება მეორე მხარისთვის დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში, წინამდებარე შეთანხმება წყვეტს მოქმედებას შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან ექვსი თვის შემდეგ. 3. წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტის მიუხედავად, მხარეები უზრუნველყოფენ ყველა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას მანამდე, სანამ მიმწოდებელი მხარე არ გაათავისუფლებს მიმღებ მხარეს ამ ვალდებულებისგან. შესრულებულია ქ. თბილისში 2014 წლის 19 ივნისს, ორ დედნად, თითოეული ქართულ, სომხურ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებების განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ინგლისურენოვან ტექსტს. საქართველოს მთავრობის                                       სომხეთის რესპუბლიკის     მთავრობის სახელით                                               მთავრობის სახელით (ხელმოწერილია)                                                               (ხელმოწერილია) .