შპს „ბაგები 2002“-ს კრედიტორთა კრების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2-26203-16
კრედიტორთა კრების ოქმი
(ამონაწერი)
2016 წლის 23 დეკემბერი
ქ . თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი
სხდომის მდივანი : მარი კირვალიძე
შ.პ.ს. ,,ბაგები 2002 ” -ის კრედიტორთა კრება.
17:20:00 საოქმო განჩინების გამოტანა მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი:
მოსამართლე აცხადებს განჩინებას გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების და გაკოტრების მმართველის დანიშვნის შესახებ:
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მომრიგებელი საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება გაკოტრების შესახებ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, გაკოტრების საქმის წარმოება იწყება მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სასამართლოს მიერ გაკოტრების შესახებ გამოტანილი განჩინების გამოქვეყნებიდან. სასამართლოს განჩინება გაკოტრების შესახებ ქვეყნდება ამ კანონით დადგენილი წესით.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, გაკოტრების მმართველს ირჩევენ კრედიტორები გაკოტრების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 3 დღის ვადაში. თუ გაკოტრების მმართველი კრედიტორთა კრებაზე ვერ აირჩევა ან კრედიტორები არ წარადგენენ გაკოტრების მმართველის კანდიდატურებს, გაკოტრების მმართველად სასამართლო ნიშნავს აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
შპს ,,ბაგები 2002”-ს მომრიგებელი საბჭოს მიერ 2016 წლის 29 ნოემბერს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ბაგები 2002”-ს მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ. კრედიტორთა კრების გადაწყვეტილებით გაკოტრების მმართველად არჩეულ იქნა ნანა ამისულაშვილი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,ბაგები 2002”-ის მიმართ უნდა დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება და კრედიტორთა გადაწყვეტილების შესაბამისად გაკოტრების მმართველად უნდა დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578).
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მეურვეს – სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება, ხოლო 32-ე მუხლის მე-9 პუნქტის საფუძველზე შპს ,,ბაგები 2002”-ის მომრიგებელ საბჭოს უნდა შეუწყდეს უფლებამოსილება.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17, 27-ე, 36-ე, 37-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,
ადგილზე თათბირით დაადგინა:
1. შ.პ.ს. ,,ბაგები 2002”-ის მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.
2. შ.პ.ს. ,,ბაგები 2002”-ს გაკოტრების მმართველად დაინიშნოს ნანა ამისულაშვილი (პ/ნ 13001006578).
3. მეურვეს – ს.ს.ი.პ. აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუწყდეს უფლებამოსილება.
4. შპს ,,ბაგები 2002”-ის მომრიგებელ საბჭოს შეუწყდეს უფლებამოსილება.
5. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
მოსამართლე : ლაშა ქოჩიაშვილი