„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№06/ნ
სარეგისტრაციო კოდი
430010000.22.022.017261
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №06/ნ

2017 წლის 12 იანვარი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის №31 ბრძანების (სსმ III, 23.01.2006წ., №8, მუხ.78, სარეგისტრაციო კოდი: 430.010.000.22.022.008.031) პირველი პუნქტით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპურ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დებულების მე-2 მუხლის:

1. მე-2 პუნქტის ,,ს“-,,უ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს;

2. მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. ამ დებულების დანართი 1-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს/თანამშრომლებს, რომელიც:

ა) შეიმუშავებს რესურსცენტრისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობებს, სამსახურებრივ ინსტრუქციებს, რესურსცენტრის შინაგანაწესისა  და რესურსცენტრის საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) უზრუნველყოფს რესურსცენტრის წარმომადგენლობას სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში და სასამართლოში;

გ) უზრუნველყოფს  განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებისა და ნოვაციების გაცნობას;

დ) ახორციელებს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის სამართლებრივ ხელშეწყობას;

ე) სამართლებრივ დახმარებას უწევს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და ხელშეკრულების პროექტების მომზადებაში;

ვ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიულ პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლობას სასამართლოში, კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში;

ზ) უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში სხვადასხვა სახის იურიდიული კონსულტაციის გაწევას და სამართლებრივი დახმარების აღმოჩენას;

თ) უზრუნველყოფს ამ პუნქტის ,,ა“-,,ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ამ დებულების დანართი 1-ის №2 გრაფით განსაზღვრული შესაბამისი რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.“.

3. მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. ამ დებულების დანართი 2-ის №1 გრაფით განსაზღვრული რესურსცენტრის უფროსი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრავს რესურსცენტრის თანამშრომელს, რომელიც უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს რესურსცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და დაწესებულების მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმება და გამოვლენილ ფაქტებზე ინფორმაციის სამინისტროსთვის წარმოდგენა;

ბ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართოს მოთხოვნით წერილობითი ან ზეპირი ფორმით მისთვის აუცილებელი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის ადგილზე გაცნობისათვის პირობების შექმნის ან წარდგენის თაობაზე, აგრეთვე რესურსცენტრში გამოცხადების ან/და ახსნა-განმარტების მიცემის თაობაზე;

გ) ჩამოართვას ახსნა-განმარტება, ან/და მიიღოს ინფორმაცია კონკრეტულ ფაქტზე;

დ) რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებისაგან მიიღოს მისთვის საჭირო ყველა ინფორმაცია და დოკუმენტი, მიუხედავად მისი ფორმისა (ელექტრონული ვერსია და სხვა),    მოითხოვოს დოკუმენტის სახელმწიფო ენაზე წარდგენა, გადაიღოს დოკუმენტის ასლები და სხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვებისა;

ე) განსახილველ საკითხებზე კონსულტაციებისა და საექსპერტო დასკვნების მოსაპოვებლად, მოითხოვოს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების/თანამშრომლების ან მოწვეული სპეციალისტების/ექსპერტების მონაწილეობა, აგრეთვე ისარგებლოს სხვა ადმინისტრაციული ორგანოს დახმარებით დადგენილი წესით;

ვ) უზრუნველყოს ამ პუნქტის ,,ა“-,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელება ამ დებულების დანართი 2-ის №2 გრაფით განსაზღვრული შესაბამისი რესურსცენტრებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის.".

4. მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. ამ მუხლის:

ა) 21  პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამ დებულების დანართი 3-ით გათვალისწინებული რესურსცენტრებისათვის და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განახორციელებს სამინისტრო;

ბ) მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ამ დებულების დანართი 4-ით გათვალისწინებული რესურსცენტრებისათვის და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის განახორციელებს სამინისტრო.".

მუხლი 2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური დებულების დანართი 1, დანართი 2, დანართი 3 და დანართი 4 ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი 1-ის, დანართი 2-ის, დანართი 3-ის და დანართი 4-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის 9 თებერვლიდან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა