ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2017 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი |
|
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში, ახალშობილის დაბადებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ქორწინების მოწმობის ასლი (მშობლების ქორწინების არსებობის შემთხვევაში);
დ) ახალშობილ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლი;
ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, რომელმაც გაიღო დაკრძალვის ხარჯი, პირის გარდაცვალებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) დაკრძალვის ხარჯის გამღების პირის განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში;
ე) რწმუნებული ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) გარდაცვლილის დევნილობის მოწმობის ასლი;
თ) საბანკო რეკვიზიტები.
3. თანხა გაიცემა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, სოციალური დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ, ოპერაციის ჩატარებიდან არაუგვიანეს 60 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია;
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე (განმცხადებელი: მოსარგებლე ან მისი შვილი, მშობელი, და, ძმა, მეუღლე);
ბ) დახმარების მიმღების (პაციენტი) პირადობის მოწმობისა და დევნილობის მოწმობის ასლები;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ;
ე) ოპერაციის შემთხვევაში პაციენტმა დამატებით უნდა წარმოდგინოს: ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან, პაციენტის მიერ გადახდილი თანხის დამადასტურებელი დოკუმენტი, საბოლოო კალკულაცია და მიმართვა (სოციალური მომსახურების სააგენტოდან) – ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების (პაციენტის) პირად ანგარიშზე.
2. დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან;
ე) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დახმარების მიმღების პირად ანგარიშზე.
2. დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო სიტუაციის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს მიერ (მათ შორის, სახანძრო-სამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა ორგანოები);
ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან სარეიტინგო ქულის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) საცხოვრებელი სახლის ფლობის/სარგებლობის/საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტსა და მის ოდენობას;
თ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემისას სამუშაო ჯგუფი უშუალოდ სწავლობს მიყენებული ზიანის ხასიათსა და ოდენობას, რაც აისახება სამუშაო ჯგუფის დასკვნაში და წარედგინება ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების ან პირადობის მოწმობების ასლები;
დ) შვილების დევნილობის მოწმობის ასლები;
ე) მშობლ(ებ)ის პირადობის მოწმობის ასლი;
ვ) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, განმცხადებლის პირად ანგარიშზე.
2. დახმარების მიმღებმა უნდა წარმოადგინოს;
ა) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ) დევნილობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ცნობა შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებიდან (ცნობა გაცემული უნდა იყოს განცხადების წარდგენამდე არაუგვიანეს 3 თვისა);
ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების (პაციენტის) 2008 წლის აგვისტოს ომამდე ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ;
ვ) ნებისმიერი სხვა დოკუმეტი, რომელიც დაასტურებს დახმარების მიმღების ჯანმრთელობის მდგომარეობას;
ზ) საბანკო რეკვიზიტები.
2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) დევნილობის მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან ოჯახის შემადგენლობის შესახებ;
ე) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
2. სამსახური პასუხისმგებელია, ასევე, მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).
4. სამუშაო ჯგუფი შეისწავლის და განიხილავს წარდგენილ დოკუმენტაციის/მასალებს და გასცემს შესაბამის დასკვნას.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს ჯგუფის რომელიმე წევრს.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება მკაცრად ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ განხილული ყოველი საკითხი აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის თანდართული წესი №1 დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეემზარ ბერუაშვილი
№1 დანართი