ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2738
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022885
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/01/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.12.2016 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ არასახიფათო მუნიციპალური ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნ(ებ)ის მშენებლობის/მართვის უზრუნველსაყოფად ინვესტიციების მოზიდვის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების თაობაზე წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების განვითარების შესახებ შემოსულ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ქ. ფოთში, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილ განაცხადთა განმხილველი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების თაობაზე წინადადებათა წარდგენის შესახებ მოწვევის პირობების მოწონების, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის უფლებამოსილების მინიჭებისა და ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების, მშენებლობისა და ოპერირების შესახებ წარდგენილ წინადადებათა განმხილველი კომისიის შექმნის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.5pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2738
2016 წლის 30 დეკემბერი
ქ. თბილისი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ
1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის (BOT) შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, შეიქმნას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:
საქართველოს პრემიერ-მინისტრი − კომისიის თავმჯდომარე;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
საქართველოს ფინანსთა მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი − კომისიის წევრი;
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს თავდაცვის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე − კომისიის წევრი;
სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე − კომისიის წევრი;
სსიპ − ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი − კომისიის წევრი;
სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი − კომისიის წევრი;
სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე − კომისიის წევრი;
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ფოთისა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტების) სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი − კომისიის წევრი;
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი − კომისიის წევრი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი − კომისიის მდივანი.
2. დამტკიცდეს კომისიის თანდართული დებულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისიის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების გენერალური გეგმის განმხილველი კომისია (შემდგომში – კომისია) იქმნება საქართველოს მთავრობასა და შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ (შემდგომში − კონსორციუმი) შორის 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების (შემდგომში − საინვესტიციო ხელშეკრულება) 3.1 პუნქტის შესაბამისად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის (შემდგომში − პორტი) განვითარების გენერალური გეგმის პროექტის (შემდგომში − გენერალური გეგმა) განხილვისა და დამტკიცების მიზნით, რომელიც მოიცავს პორტის განვითარებასთან დაკავშირებული ზონირების, ვადებისა და სხვა ასპექტების, აგრეთვე საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას/გადაწყვეტას.
2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონმდებლობით, საინვესტიციო ხელშეკრულებითა და ამ დებულებით.
მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები
კომისიის ძირითადი ამოცანებია:
ა) უზრუნველყოს პორტის მშენებლობის, განვითარების, ზონირების, ვადების, აგრეთვე პორტის, სარკინიგზო და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებასთან დაკავშირებული, საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ასპექტების ამსახველი, კონსორციუმის მიერ საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად წარმოდგენილი გენერალური გეგმის პროექტის განხილვა;
ბ) უზრუნველყოს გენერალური გეგმის პროექტის განხილვის შედეგად არსებული შენიშვნებისა და მოსაზრებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მომზადება და მიწოდება კონსორციუმისთვის, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მეშვეობით, საინვესტიციო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში;
გ) საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, უზრუნველყოს განმეორებით წარდგენილი (განახლებული) გენერალური გეგმის პროექტის განხილვა, ასევე შეთანხმებულ გენერალურ გეგმაში ცვლილებების პროექტის განხილვა საინვესტიციო ხელშეკრულების 3.5 პუნქტის შესაბამისად;
დ) განახორციელოს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გენერალური გეგმის განხილვასთან/შეთანხმებასთან დაკავშირებული სხვა ქმედებები.
მუხლი 3🔗. კომისიის უფლებამოსილებანი
კომისია უფლებამოსილია:
ა) კომისიის საქმიანობის მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, საკითხის სრულყოფილად შესწავლისა და გამოკვლევის მიზნით, შექმნას შესაბამისი სამუშაო ჯგუფები;
ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს შენიშვნები, წინადადებები და დასკვნები;
გ) საჭიროების შემთხვევაში, სხდომაზე მოიწვიოს ან/და შესაბამისი სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართოს სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები, კონსულტანტები და სხვა დაინტერესებული პირები.
მუხლი 4🔗. კომისიის თავმჯდომარე
კომისიის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს.
მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი
1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, საჭიროებისამებრ.
2. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, კომისიის სხდომებს წარმართავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.
4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.
5. კომისიის გადაწყვეტილება აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები.