ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.01.2017
ძალის დაკარგვა 12.08.2022
გამომცემი ორგანო №
ნომერი №საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016254
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/01/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (5)
| 1 | 2 |
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნაბი აბდულაევი | მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საჯარიმო ქვითრის № |
| №-დან | №-ის ჩათვლით |
| საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური № | რაოდენობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა - ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.08.2022
- საქართველოს კანონით „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“, საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი“ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევაზე საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შედგენის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 31.07.2023
დოკუმენტის ტექსტი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2017 წლის 10 იანვარი
ქ. მარნეული
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" 209³ მუხლის, საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" 47-ე მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტის და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი" გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა, დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის რეესტრის (ჟურნალის) ფორმა, დანართი 3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალის ფორმა, დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა, დანართი 5-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
დამტკიცდეს სააღსრულებო ფურცლის ფორმა, დანართი 6-ის შესაბამისად.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი
დანართი 1
საქართველოს კანონით „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი" და საქართველოს კანონით „ნარჩენების მართვის კოდექსი" გათვალისწინებული, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი
მუხლი 1🔗
წინამდებარე წესი, „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის", საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტების მიხედვით, განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების, აღრიცხვა-ანგარიშგების და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების სამართლებრივ მექანიზმებს.
მუხლი 2🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი საჯარო მოხელეები
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილნი არიან მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის საჯარო მოხელეები (შემდგომში – საჯარო მოხელე).
მუხლი 3🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსება და მისი შინაარსი
1. საჯარო მოხელე, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 146¹, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და „ნარჩენების მართვის კოდექსის" 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენის მიზნით უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.
2. საჯარო მოხელე საჯარიმო ქვითარს აწარმოებს – „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 146¹, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და „ნარჩენების მართვის კოდექსის" 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. საჯარიმო ქვითარი შედგება ორი ნაწილისგან:
ა) ნაწილი I – საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
ბ) ნაწილი II – საჯარიმო ქვითრის ყუა.
4. საჯარიმო ქვითარი ივსება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი რჩება მის შემვსებ თანამშრომელთან, ხოლო, მეორე – გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.
5. საჯარიმო ქვითარში შეიტანება:
ა) პირველ პუნქტში: ოქმის შედგენის თარიღი;
ბ) მეორე პუნქტში: ოქმის შედგენის ადგილი;
გ) მესამე პუნქტში: ოქმის შემდგენლის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი;
დ) მეოთხე პუნქტში: სამართალდამრღვევის მონაცემები (პირადი ნომერი, სახელი, გვარი, მისამართი, ხოლო თუ იურიდიული პირია: დასახელება, მისამართი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი);
ე) მეხუთე პუნქტში: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის ადგილი, დრო და არსი;
ვ) მეექვსე პუნქტში: პასუხისმგებლობა ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრული შესაბამისი მუხლისა და ჯარიმის ოდენობის მითითებით;
ზ) მეშვიდე პუნქტში: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მონაცემები;
თ) მერვე პუნქტში: სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება, ფურცლების რაოდენობა;
ი) მეცხრე პუნქტში: თანხის მიმღები ბანკის დაწესებულების მოლარის ხელმოწერა და საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი, სადაც გადახდილი უნდა იქნეს ჯარიმით გათვალისწინებული თანხა.
6. საჯარიმო ქვითრის შევსებისას სამართალდამრღვევს განემარტება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის" 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობანი, საჯარიმო ქვითრის გასაჩივრების ადგილი და ვადა, პასუხისმგებლობა ჯარიმით გათვალისწინებული თანხის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, რაც აღინიშნება საჯარიმო ქვითარში.
7. საჯარიმო ქვითრის ფორმა უნდა შეიცავდეს ბეჭდის ადგილს. იმ ადგილზე, რომელიც თანაბრად ფარავს საჯარიმო ქვითრის ორივე ნაწილს, ბეჭედი დაისმება იმ უფლებამოსილი პირის მიერ, რომელიც აწარმოებს მკაცრი აღრიცხვის ფორმების გაცემას, ხოლო დანარჩენ ადგილებზე ბეჭედი დაისმება საბანკო დაწესებულების მიერ.
8. საჯარიმო ქვითრის პირველ ნაწილს, გარდა მე-9 პუნქტისა, ავსებს თანამშრომელი. საჯარიმო ქვითარს ხელს აწერს მისი შემდგენი და სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმეები ან სხვა პირები შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.
9. თუ სამართალდამრღვევი უარს ამბობს საჯარიმო ქვითრის ხელმოწერაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი სამართალდარღვევის ოქმის შემვსები პირის მიერ. სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე თანდასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე, ახსნას ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.
10. საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ, საჯარიმო ქვითრის პირველი ნაწილის შესაბამისად.
11. საჯარიმო ქვითარი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის შემვსები მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზის მითითებით აბარებს საჯარიმო ქვითრის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს.
12. საჯარიმო ქვითარი მისი შევსებიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა რეგისტრირებული უნდა იქნეს საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის) სარეგისტრაციო ჟურნალში.
მუხლი 4🔗.
საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვა-ანგარიშგება
1. საჯარიმო ქვითრების გამოყენება და აღრიცხვა-ანგარიშგება ხორციელდება „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.
2. საჯარიმო ქვითრის აღრიცხვისა და გაცემისთვის ინიშნება პასუხისმგებელი პირი.
3. საჯარიმო ქვითრის ბლანკები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში ან კარადაში.
4.საჯარიმო ქვითრის ბლანკი წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს, იბეჭდება სტამბური წესით და სააღრიცხვო სერიით.
5. თანამშრომლისთვის საჯარიმო ქვითრის ბლანკის გაცემა ხორციელდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურში საჯარიმო ქვითრის აღრიცხვასა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ. საჯარიმო ქვითრების გაცემა აღირიცხება საჯარიმო ქვითრის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას შედგენილი საჯარიმო ქვითარი ფიქსირდება სპეციალურ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალში.
7. ამ მუხლის მეხუთე და მეექვსე პუნქტებით განსაზღვრული ჟურნალების ფურცლები ინომრება რიგითობის მიხედვით. ჟურნალის გარეკანი და ფურცლები უნდა იქნეს ზონარგაყრილი. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება გამგეობის მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ხელმოწერითა და ბეჭდით.
8. ჟურნალებში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით.
9. ჟურნალებში არ დაიშვება ჩანაწერის გადაფხეკა, ჩასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერების ჩასწორება და მოშორება კორექტორის მეშვეობით. უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი, ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო გრაფაში „შენიშვნა“ აღრიცხვის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს.
10. იმ შემთხვევაში, თუ კალენდარული წლის განმავლობაში წარმოებული საქმეების რეგისტრაციისთვის ერთი ჟურნალი აღმოჩნდება არასაკმარისი, იხსნება ახალი ჟურნალი, რომელიც წარმოადგენს პირველის გაგრძელებას.
11. ჟურნალებში ჩანაწერი ინომრება კალენდარული წლის ფარგლებში.
მუხლი 5🔗.
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა
1. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების – ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერა შეიძლება:
ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო;
ბ) საჯარიმო ქვითრის –
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო;
გ) მოქმედი სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითარი ჩამოიწერება აქტით.
3. გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის ფორმების უტილიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 6🔗.
საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრება და ზემდგომ ორგანოში გადაგზავნა
1. პირს, ვის მიმართაც შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი – საჯარიმო ქვითარი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 146¹, 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლით და „ნარჩენების მართვის კოდექსის" 31-ე–35-ე, 36-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, მისი შედგენიდან 10 დღის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუძლია გაასაჩივროს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული დადგენილების თანამდებობის პირთან გასაჩივრებისას საჩივარს განიხილავს გამგეობის ადმინისტრაცია და ამზადებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს.
3. „საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის" 275-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საჩივრის შეტანა მის განხილვამდე შეაჩერებს ამ კოდექსის 234¹ მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
მუხლი 7🔗.
ჯარიმის გადახდა
1. სამართალდამრღვევმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა საქართველოს შრომის კანონმდებლობით დადგენილ უქმე დღეს ან დასვენების დღეს (შაბათს, კვირას), ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის ნებაყოფლობით აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30 დღის ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მიერ გამოიწერება სააღსრულებო ფურცელი, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
მუხლი 8🔗.
ვადების ათვლა
წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადების ათვლისას გამოიყენება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები.
დანართი N2
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური
ზედამხედველობის სამსახური
ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი №000000
ბ.ა
1.შედგენის თარიღი_____________________________2. შედგენის ადგილი_____________________________
(რიცხვი, თვე, წელი) (მისამართი)
3. ოქმის შემდგენელის თანამდებობა, სახელი, მამის სახელი, გვარი: _________________________________
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
4. სამართალდამრღვევის მონაცემები:_____________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
(ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მისამსართი, იურიდიული პირის შემთხვევაში: დასახელება, მისამარათი და საინდენტიფიკაციო კოდი)
5. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო და არსი: _______________________
_______________________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________________________
6. პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრულია საქართველოს კანონის __________________________________________________________მუხლის ________ნაწილით, რაც ითვალისწინებს ჯარიმას __________________ლარის ოდენობით.
7. მოწმის სახელი, გვარი და პირადი მონაცემები: __________________________________________________
_______________________________________________________________________________________
(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
8. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახსნა-განმარტება: _____________________________________
_______________________________________________________________________________________________
9. მიმღები მოლარე:____________________________საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი: 300103263
ოქმის შემდგენელი:_____________________ მოწმე ან სხვა პირი:____________________________________
(ხელმოწერა) (სტატუსი, ხელმოწერა)
სამართალდამრღვევი:___________________________________________________________________________
(ხელმოწერა, ხელმოწერაზე უარის თქმა ან ქვითრის ჩაბარებაზე უარი)
ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა
№000000
ეს ნაწილი რჩება საბაკო დაწესებულებაში
1. ____________________________________
(გადამხდელის სახელი, გვარი)
2. ___________________________________
(გადამხდელის მისამართი)
3. ___________________________________
(ჯარიმის ოდენობა)
4. საქართველოს კანონი ___________________________________–ე მუხლის _______ ნაწილი_______
5. ________________________________
(სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი)
6. ___________________________________
(საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი)
7. მიმღები მოლარე____________________
(ხელმოწერა)
8. შემომტანი__________________________
(ხელმოწერა)
ბ.ა
თარიღი ___________________________
(რიცხვი, თვე, წელი)
საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის) შედგენისას დამრღვევს განემარტა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები:
ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი, საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული გადაწყვეტილება.
მოქალაქეს მიეცა განმარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებისა და სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრების 10-დღიანი ვადის შესახებ. (მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა. მის: ქ.მარნეული, რუსთაველის ქუჩა №73)
დამკვეთი: დამამზადებელი:
მისამართი: სფს-ს რეგისტრაციის №:
დანართი 3
საჯარიმო ქვითრის-ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი
№
საჯარიმო ქვითრის გაცემის თარიღი
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
გაცემული საჯარიმო ქვითრის რაოდენობა
საჯარიმო ქვითრის მიმღების სახელი, გვარი
ხელმოწერა
მიღებაზე
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი
შენიშვნა
№-დან
№-ის ჩათვლით
1
2
3
4
5
6
7
8
9
დანართი 4
საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის სარეგისტრაციო ჟურნალი
№
საჯარიმო ქვითრის №
ქვითრის შედგენის ადგილი და თარიღი
ქვითრის შემდგენელის გვარი, სახელი, თანამდებობა
სამართალ-
დამრღვევი
პირის
მონაცემები
სამართალდარღვევის არსი (მიეთითოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი)
გატარებული ღონისძიებები
შენიშვნა
1
2
3
4
5
6
7
8
დანართი 5
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის ფორმა
ა ქ ტ ი №___
გამოსაყენებლად უვარგისი საჯარიმო ქვითრების ჩამოწერის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ___ ____________20___ წელი
მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახური
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური ნომერი, რაოდენობა, თარიღი, ჩამოწერის საფუძველი, შენიშვნა
საჯარიმო ქვითრის ექსკლუზიური №
რაოდენობა
თარიღი
ჩამოწერის საფუძველი
შენიშვნა
1
2
3
4
5
ხელმოწერით ვადასტურებ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი საჯარიმო ქვითრების-ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ჩამოწერის სისწორეს:
საჯარიმო ქვითრის აღრიცხვა-ანგარიშებზე
პასუხისმგებელი პირი ________________________________ ______________________
(სახელი, გვარი) (ხელმოწერა)
სამსახურის უფროსი: __________________________________ _____________________
(სახელი,გვარი) (ხელმოწერა).
დანართი 6
სააღსრულებო ფურცელი №__
_______________________________ ს/ფ გაცემის თარიღი ადგილი
_______________________________________________________________________________________
(აღსრულების ფურცლის გამცემი)
სააღსრულებო ფურცელი გაიცა:
მიმართ;
________________________________________________________________________________
(დამრღვევის გვარი, სახელი, პირადი ნომერი ან იურიდიული პირის სახელწოდება და საინდენტიფიკაციო ნომერი)
_____________________________________________________________________________________
(სამართალდამრღვევის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი)
_____________________________________________________________________________________
(დარღვევის სახეობა (დეტალურად) და ობიექტის მისამართი)
___________________________________________________________________________________
(აღსასრულებლად მიქცეული ადმინისტრაციული აქტის სრული დასახელება)
______________________________________________
ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი:
_____________________________________________________________________________________
(სანქციის დასახელება, აღსრულების წესი, ვადა, სხვა დეტალები)
კრედიტორი:
რეკვიზიტები:
___________________________________________________________________________________________________
(კრედიტორის რეკვიზიტები)
მოვალე:
რეკვიზიტები:
______________________________________________________________________________
(მოვალეს რეკვიზიტები: სახელი, გვარი. მისამართი, ტელეფონი)
ხელმომწერი პირი: