შპს,,კავკასიის ციფრული ქსელი’’კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/5795-13
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/01/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/5795-13

 

განჩინება

საქართველოს სახელით

კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ

 

2017 წლის 9 იანვარი

თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

განმცხადებ ელი – შპს ,,კავკასიის  ციფრული  ქსელი ”

დირექტორი – დავით თუთბერიძე

რეაბილიტაციის მმართველი – ირაკლი ქაშაკაშვილი

მოთხოვნა – კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა

  

სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა განცხადება კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის შესახებ და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია გადახდისუუნარობის საქმე შპს ,,კავკასიის  ციფრული  ქსელის’’ მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას 2017 წლის 9 იანვარს განცხადებით მომართა შპს ,,კავკასიის  ციფრული  ქსელის’’ დირექტორმა დავით თუთბერიძემ და რეაბილიტაციის მმართველმა ირაკლი ქაშაკაშვილმა, რომლებმაც მოითხოვეს კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევა.

სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ განცხადებას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მიაჩნია, რომ განმცხადებლების მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა რიგგარეშე კრების მოწვევის უფლება აქვთ მეურვეს, კრედიტორს (კრედიტორებს), რომელიც ფლობს კრედიტორთა ხმების საერთო რაოდენობის სულ მცირე 10%-ს, მოვალეს. რიგგარეშე კრება უნდა გაიმართოს სასამართლოში მოთხოვნის წარდგენიდან მე-5 დღეს.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27 -ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285 მუხლებით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა რიგგარეშე კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 13 იანვარს 12:00 საათზე , თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) , სხდომის დარბაზი №29 , შემდეგი დღის წესრიგით:

1.1. საზოგადოების კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა.

1.2. რეაბილიტაციის გეგმაში ცვლილებების შეტანის შესახებ.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში “ და სასამართლოს ვებგვერდზეwww.Tcc.gov.ge

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლე                                                                    თამარ ჭუნიაშვილი